რეზი არველაძე: 100 მილიონი ძალიან დიდი თანხაა. პატივისცემის მეტს რას შეიძლება იმსახურებდეს
03:06 / 10.04.2020
პატივისცემის მეტს რას შეიძლება იმსახურებდეს ხალხი, ვინც ქვეყანას თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება,- ამის შესახებ ფეხბურთელმა რევაზ არველაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ინფიცირებულმა ქალმა სუპერმარკეტში 1 800 დოლარის პროდუქტი ალოკა (კალიფორნია)
02:48 / 10.04.2020
კალიფორნიაში ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც მაღაზიაში საკვები პროდუქტი და საერთო მოხმარების საგნები ალოკა.
კახა კალაძე: არ მინდა საზოგადოება პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე
01:41 / 10.04.2020
მე არ ვპანიკობ და არც საზოგადოება მინდა პანიკაში ჩავაგდო, უბრალოდ სიმართლე უნდა ვუთხრათ იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული ვითარება აისახება ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაზე და ის 100 მილიონი, რომელიც ფონდში ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა, დაგვეხმარება სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ და იმ ოჯახებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ- ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კახა კალაძე: თუ დამატებითი ღონისძიებების გატარება აუცილებელი იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ
01:38 / 10.04.2020
ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია. საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში სხვადასხვა საკითხს განვიხილავთ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - ამის შესახებ თბილისის მერმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
გიორგი ოთხმეზური: ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე, ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია
01:29 / 10.04.2020
ბატონ ბიძინა ივანიშვილს ძალიან დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება მის ქველმოქმედებას, ეს გაცხადებული ჰქონდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, ყველა ელოდა, მისგან ქველმოქმედებას, თუმცა ეს 100 მილიონი ძალიან შთამბეჭდავი რიცხვია, - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას და ხალხს ჯერ კიდევ იმ დროიდან ეხმარებოდა, როდესაც მას საზოგადოება არც კი იცნობდა
01:25 / 10.04.2020
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა მიიღო. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ რთულ დროს და ვითარებაში, მისი მხრიდან გაკეთებული გაკეთებული ერთმნიშვნელოვანი ქველმოქმედება- ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
კახა კალაძე: აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ
01:19 / 10.04.2020
აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების უფლება რეკომენდაციების სრულად დაცვის შემთხვევაში ექნებათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
აშშ-ში გარდაცვლილი 19 წლის მარიამ კალომლეწავი საქართველოში გადმოასვენეს
00:59 / 10.04.2020
ქ. ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს.
თამბაქოს მოხმარება კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის
00:53 / 10.04.2020
კორონავირუსი: ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე, აცხადებს, რომ თამბაქოს მომხმარებელი პაციენტები რისკჯგუფში შედიან.
როგორ გავიძლიეროთ იმუნური სისტემა კორონავირუსის პანდემიის დროს?
00:45 / 10.04.2020
კორონავირუსის პანდემიის დროს, ადამიაებმა იმუნური სისტემის გაძლიერებაზე სასწრაფო ზრუნვა დაიწყეს. ამ პირობებში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაციები სხვადასხვა მედიკამენტებზე, სახლში დამზადებულ ნახარშებზე, თითქოს უებარი საშუალებებია ვირუსთან ბრძოლაში, რაც ხშირად, დეზინფორმაციაა ხოლმე.
მკვლევარების შემაშფოთბელი დასკვნა- დახურული სივრცის ჰაერში კორონავირუსის ნაწილაკები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცოცხლობს
00:43 / 10.04.2020
ეპიდემიოლოგთა და მკვლევართა აზრით, კორონავირუსის ნაწილაკები ჰაერში რამდენიმე წუთის განმავლობაში რჩება. არსებობს საშიშროება, რომ ხალხმრავალ ადგილებში ინფიცირებულის მიერ ხველების შემთხვევაში გამოფრქვეული ვირუსული ნაერთებით შესაძლოა, დაინფიცირდეს სრულიადნ ჯანმრთელი ადამიანიც კი. ამის შესახებ სტატიას მკვლევარებზე დაყრდნობით, აქვეყნებს FOXNEWS-ი- „ წინასწარი კვლევები გვაჩვენებს, რომ აეროზოლური ნაწილაკები, რომლებიც ვირუსს ატარებენ ჰაერში იმაზე მეტ ხანს რჩება, ვიდრე ეს თავიდანვე იყო ცნობილი- ამიტომ მნიშნველოვანია თავი ავარიდოთ გადატვირთულ საჯარო დახურულ სივრეებს“ - ნათქვამია ეპიდემიოლოგების განცხადებაში.
ნიუ-იორკის შტატში დღე-ღამეში კორონავირუსით 799 ადამიანი გარდაიცვალა
00:32 / 10.04.2020
აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში ერთი დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 799 ადამიანი დაიღუპა.
არჩილ თალაკვაძე: ასმილიონიანი ქველმოქმედებით, ბიძინა ივანიშვილი ეხმარება ქვეყანას და ათასობით ოჯახს
00:26 / 10.04.2020
ეს არის დიდსულოვანი, მამულიშვილური საქციელი და მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს, რომ ასეთ რთულ დროს ჩვენს ქვეყანას და თანამოქალაქეებს, ათასობით ოჯახს ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 926-მდე გაიზარდა
00:10 / 10.04.2020
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
საფრანგეთში ერთ დღეში კორონავირუსით 1 341 ადამიანი გარდაიცვალა
00:01 / 10.04.2020
საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 12 210-ს მიაღწია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 1 341 ადამიანი გარდაიცვალა.
ვირუსის პირობებში, როგორ მოვიქცეთ სახლში შესვლისას? (ვიდეო)
01:35 / 08.04.2020
ექიმ ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაცია
გმადლობთ, გმადლობთ – მოსახლეობის ტაში თბილსერვისის თანამშრომლებს (ემოციური ვიდეო)
00:25 / 04.04.2020
თბილისი – ქავთარაძის ქუჩაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებისთვის,
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
×