Loading data...
სიიარტო მიიჩნევს, რომ უკრაინა და ევროკავშირი ტრამპის სამშვიდობო გეგმებს ხელს უშლიან

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ უკრაინა და ევროკავშირი ტრამპის სამშვიდობო გეგმებს ხელს უშლიან.

სიიარტოს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ტრამპის განცხადებაზე რუსეთისთვის ტარიფების დაწესების შესაძლებლობის შესახებ, თუ ის 50 დღის განმავლობაში უკრაინაში მშვიდობაზე არ დათანხმდება, უნგრეთის პრემიერმა უპასუხა: „არავის გაუკეთებია იმდენი რამ უკრაინაში მშვიდობისთვის, რამდენიც დონალდ ტრამპს, ამიტომ ის პატივისცემასა და მადლიერებას იმსახურებს“.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ევროპელ და უკრაინელ პოლიტიკოსებს რომ არ „შეეშალათ ხელი ამ სამშვიდობო მცდელობებისთვის, მათ შეეძლოთ  ეს წარმატებით დაგვირგვინებულიყო“.

„ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის ძალისხმევა მომდევნო 50 დღის განმავლობაში წარმატებული იქნება და გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას“, - დასძინა სიიარტომ.