Loading data...
„ეს რა ჯანდაბა იყო?“ - ტრამპმა დაითვალა, რამდენჯერ დაარღვია პუტინმა შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სჯეროდა კრემლის ლიდერ პუტინთან შეთანხმებების მიღწევის, თუმცა მან ისინი დაარღვია.

BBC-ის ჟურნალისტ გარი ო’დონოჰიუსთან ინტერვიუში, რომელიც ამერიკელმა ლიდერმა უკრაინისთვის იარაღის მიყიდვისა და რუსეთის ფედერაციისთვის ახალი ულტიმატუმის წაყენების გამოცხადების შემდეგ მისცა, მან კიდევ ერთხელ გამოხატა პუტინის მიმართ თავისი იმედგაცრუება:

„მეგონა, უკვე ოთხჯერ შევთანხმდით და შემდეგ სახლში ბრუნდები და ხედავ: კიევში მოხუცებულთა თავშესაფარს ან მსგავს რამეს თავს ესხმიან. ვკითხე: „ეს რა ჯანდაბა იყო?“

ჟურნალისტის კითხვაზე, დაასრულა თუ არა ურთიერთობა რუსეთის ლიდერთან, ტრამპმა უპასუხა, რომ კარს ღიად ტოვებდა: „მე მასთან ურთიერთობა არ დამიმთავრებია, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ მისით“.