Loading data...
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: მე არავის მხარეს არ ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის კონტექსტში არცერთ მხარეს არ დაიჭერს.

რეპორტიორებმა ტრამპს ჰკითხეს, მხარს უჭერს თუ არა ის უკრაინას რუსეთთან ომში? რაზეც ამერიკელმა  ლიდერმა უპასუხა:

„არა, მე არავის მხარეს არ ვარ. იცით, ვის მხარეს ვარ? კაცობრიობის მხარეს. მინდა შევაჩერო ათასობით ადამიანის მკვლელობა ყოველ კვირას“.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის მხარს უჭერს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში „მკვლელობების შეჩერებას“.