1752604196
უცხოეთი
ტრამპი რუსეთ-უკრაინის ომზე: ბოლო 3 თვის განმავლობაში ბევრი ომის ბედი გადავწყვიტე, თუმცა, ამ ომის მოგვარება ჯერ ვერ მოვახერხე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის უკრაინაში ომის შეთანხმების მიღწევის 50-დღიან ვადას „ძალიან ხანგრძლივად“ არ მიიჩნევს.
„ვნახოთ, რა მოხდება პუტინთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, პუტინმა ძალიან გამიცრუა იმედები. ბოლო სამი თვის განმავლობაში ბევრი ომის ბედი გადავწყვიტე. თუმცა, ამ ომის მოგვარება ჯერ ვერ მოვახერხე“, - დასძინა მან.
მანამდე აშშ-ის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ტიპის რაკეტების გადაცემას და ასევე, ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმები არ უნდა განახორციელოს.