1752603275
უცხოეთი
ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს უკრაინისთვის JASSM რაკეტების გადაცემას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ გეგმავს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი JASSM რაკეტების გადაცემას.
გარდა ამისა, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვზე დარტყმა არ უნდა განახორციელოს.
„მე არავის მხარეს არ ვარ. მე კაცობრიობის მხარეს ვარ. მინდა, რომ მკვლელობები შეწყდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
Reporter: Are you on Ukraine's side now?
— Clash Report (@clashreport) July 15, 2025
Trump: I am on nobody's side. I am on humanity's side. I want to stop the killing. pic.twitter.com/Q97tXamydN