Politico: ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში უპირატესობა აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთს უპირატესობა აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომში და საბოლოოდ გაიმარჯვებს - ერთადერთი კითხვაა, როდის, - ამის შესახებ Politico იუწყება.
გამოცემის წყაროს თქმით, ტრამპის მიერ უკრაინის დახმარება არ ნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კოზირი აქვს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპი კვლავ მიიჩნევს, რომ მოსკოვს უპირატესობა აქვს. მაგრამ, ვინაიდან მისი იმედგაცრუება ვლადიმერ პუტინის მიმართ იზრდება, ის მზადაა, მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტში, რომლის სწრაფად მოგვარებაც, მისივე თქმით, შესაძლებელია.
„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს. კითხვა მხოლოდ ისაა, რამდენი დრო დასჭირდება ამას“, - განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.
როგორც წყარო ამბობს, რუსეთი ნელა, მაგრამ მაინც აღწევს პროგრესს ამ ომში, ხოლო ტრამპს ამ მკვლელობების შეჩერება სურს.
„რუსეთს აქვს დიდი ეკონომიკა, ჰყავს სამხედრო ძალები, მათ დანაკარგები არ ადარდებთ. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნელა მიიწევენ წინ, ისინი მაინც მიიწევენ წინ. პრეზიდენტს უბრალოდ სურს მკვლელობების შეჩერება“, - დასძინა წყარომ.