1752611378
უცხოეთი
ჩეხეთის პრემიერი: ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ აშშ-სა და ნატოს პროექტში, რაც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს

„ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ აშშ-სა და ნატოს პროექტში, რაც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ Publico-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ მისი ქვეყანა ყურადღებას დახმარების სხვა გზებზე ამახვილებს.
„ჩეხეთის რესპუბლიკა ყურადღებას ამახვილებს უკრაინის დახმარების სხვა პროექტებსა და გზებზე, მაგალითად, საბრძოლო მასალების ინიციატივის მეშვეობით. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ არ განვიხილავთ ამ პროექტში შეერთების შესაძლებლობას“, - აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.