Loading data...
„გთხოვთ, დაურეკოთ პუტინს“ - რუტე აცხადებს, რომ ბრაზილიას, ჩინეთს და ინდოეთს მეორად სანქციებს დაუწესებს, თუ ისინი რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობენ

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ბრაზილია, ჩინეთი და ინდოეთი სანქციების წინაშე აღმოჩნდნენ, თუ რუსეთთან ბიზნესურთიერთობებს განაგრძობენ.

„თქვენ თუ ხართ ჩინეთის პრეზიდენტი, ან ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ან ბრაზილიის პრეზიდენტი და ჯერ კიდევ ვაჭრობთ რუსებთან, იღებთ ნავთობსა და გაზს და ზოგჯერ უფრო მაღალ ფასად ყიდით, იცოდეთ, რომ მოსკოვში ის ადამიანი, თუ არ მიიღებს სერიოზულად სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მეორად სანქციებს 100%-ით დაგიწესებთ.

ამიტომ, გთხოვთ, დაურეკოთ ვლადიმერ პუტინს და უთხრათ, რომ სერიოზულად უნდა მოეკიდოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ბრაზილიას, ინდოეთს და ჩინეთს მასობრივად დააზარალებს“, - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. 

როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ალიანსი უკრაინელებთან ერთად მუშაობს, რათა შეიმუშაოს პაკეტები, რომლებიც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის მაქსიმალურად სასარგებლო იქნება.