Loading data...
ლევან მაჭავარიანი: ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ეს არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია

„ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ასე ვთქვათ, არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდი მზადაა ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას.

„ჩვენი გათვლა არის ძალიან მარტივი,  ჩვენი გათვლა ეფუძნება შემდეგ პრინციპს - ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებს და ვიცავთ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ჩვენ 4 წელია უკვე ზედიზედ გვაქვს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში და მათივე პროგნოზებით, ეს გაგრძელდება 2030 წლის ჩათვლით და ეს არის რა გზასაც მივყვებით და  ეს არის ჩვენი დღის წესრიგი.

ჩვენ ღია ვართ აბსოლუტურად ნებისმიერ პარტნიორთან სასაუბროდ, უბრალოდ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ პატივისცემას და არ უნდა იყოს დაფუძნებული რაღაც აღქმებზე, არ უნდა იყოს ეს ყველაფერი რაღაც შანტაჟის, სანქციების ქვეშ და ა.შ. შესაბამისად, ჩვენმა პარტნიორებმა, რა თქმა უნდა, ჩვენი გათვლებიც და მზაობაც იციან ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ჩვენ არავის თავს არ ვესხმით. ჩვენ ვართ თავდაცვის რეჟიმში. ჩვენ თავმოყვარე ქვეყანა და ერი ვართ და შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაცია რაც მოდის ჩვენი მისამართით, ჩვენ ვალდებულები ვართ, პირველ რიგში, როგორც ხელისუფლება, ამ დეზინფორმაციას პასუხი გავცეთ. ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ არა აღქმებზე დაყრდნობით, არამედ არგუმენტებზე და ფაქტებზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, ჩვენი ეს მიდგომა ვერ შეიცვლება, შესაბამისად, გადაკვეთის წერტილი არის მხოლოდ ერთი - სამართლიან თამაშის წესებზე ჩამოვყალიბდეთ და არ იყოს რაიმე უსაფუძვლო, თუ რაიმე ტიპის პრეტენზია და რეკომენდაცია იქნება და ეს ყველაფერი არგუმენტებს უნდა ეფუძნებოდეს. ძალიან კარგად ვიცით რატომაც ვითარდება მოვლენები ასე და სამწუხაროდ, ასე ვითარდება მოვლენები ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, ვინაიდან, ჩვენ რაღაც რაღაცებზე განვაცხადეთ უარი. 

ვიზალიბერალიზაციის შანტაჟის მექანიზმად გამოყენება, ასე ვთქვათ, არის მჭიდში დარჩენილი ბოლო ტყვია. ჩვენ მანამდე ვიხილეთ - კანდიდატის სტატუსის საკითხი,  მოლაპარაკების გახსნის საკითხი და ა.შ. დეკემბერში იყო რეკომენდაციები ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, წერილშიც იგივე იქნება ასახული. ეს ყველაფერი იყო მიბმული იმ კანონზე, რომელიც ძალიან არ მოსწონთ ევრობიუროკრატებს - ერთი არის გამჭვირვალობის ქართული კანონი და მეორე არის - „ანტი ლგბტ კანონი“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.