Loading data...
სერგეი რიაბკოვი: რუსეთისთვის ულტიმატუმები მიუღებელია

მოსკოვისთვის ულტიმატუმების წაყენების ნებისმიერი მცდელობა მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აშშ-ის  პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის თანახმადაც „თუ რუსეთთან 50 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მოსკოვს 100%-მდე ტარიფებს დაუწესებს“.

„რა თქმა უნდა, აღვნიშნავთ, რომ მოთხოვნების წაყენების, განსაკუთრებით კი ულტიმატუმების წაყენების ნებისმიერი მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა რიაბკოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება რუსეთს დიპლომატიური გზით სურს და მოსკოვი მზადაა მოლაპარაკებებისთვის.

„რუსეთი გააგრძელებს თავისი მიზნების მიღწევას სპეციალური სამხედრო ოპერაციის მეშვეობით“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის „ეს პოზიცია ურყევია“, რუსეთს სურს, რომ ვაშინგტონმა და ნატომ ეს სერიოზულად მიიღონ.