კაია კალასი აშშ-ს მოუწოდებს, უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის ტვირთი გაიზიაროს

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს, გაიზიაროს ტვირთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კუთხით.
კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმა ტრამპის განცხადებას ნატოსთვის იარაღის მიყიდვისა და შემდგომ მისი უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, თუმცა ამასთანავე აშშ-ს მოუწოდა, გაიზიარონ ამ გეგმის „ტვირთი“.
ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ მისი აზრით: „თუ ჩვენ ამ იარაღისთვის გადავიხდით, მაშინ ეს ჩვენი მხარდაჭერაა - ანუ ეს ევროპის მხარდაჭერაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად“.
„ამიტომ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ. თუ იარაღის მიწოდებას გვპირდებით, მაგრამ ამბობთ, რომ მის საფასურს სხვა გადაიხდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აწვდით, არა?“, - დასძინა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა.