საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 20-ით გაიზარდა
33 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 735 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 20-ით გაიზარდა და 557 გახდა.
საქართველოს პარლამენტში დღეს გიორგი გახარიას მოუსმენენ
47 წუთის წინ
საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოუსმენენ. მთავრობის მეთაური საკანონმდებლო ორგანოში კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
მეუფე ანტონი ოპოზიციის ნაწილს: რა თქვენი საქმეა ჩვენ კოვზით ვაზიარებთ თუ არა ადამიანებს
00:40 / 27.05.2020
ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა, განაცხადა.
მეუფე ანტონი ინგა გრიგოლიას: მედიის გარკვეული ნაწილი ეკლესიის პირდაპირი მტრები ხართ
00:31 / 27.05.2020
ასე მიმართა ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა გადაცემა “რეაქციის” წამყვანს, ინგა გრიგოლიას.
არასდროს ვაპატიებ ბურჯანაძეს იმას, რაც მან გააკეთა – გოგა ხაინდრავა
00:11 / 27.05.2020
არასდროს ვაპატიებ ბურჯანაძეს იმას, რაც მან გააკეთა”- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია ‘POSTV-ს ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც 2011 წლის 26 მაისს, საპროტესტო აქციის დარბევა გაიხსენა.
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის ლიდერი ხდება
00:04 / 27.05.2020
“სამოქალაქო მოძრაობის” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:
ევროკავშირში კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადებას იწყებენ
23:47 / 26.05.2020
ევროკავშირი კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღის გავრცელებასთან დაკავშირებით მზადყოფნის ამაღლებას იწყებს, ამის შესახებ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე: ტურისტული სეზონის გახსნა უფრო მეტი რისკი მგონია, მთავრობამ რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი შექმნას
22:57 / 26.05.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, ტურიზმის გახსნა რისკებთან არის დაკავშირებული და აღნიშნული საკითხი ყველაზე სერიოზული პრობლემაა, რაც დღეს მთავრობის წინაშე დგას.
რუსეთის საგარეო უწყება: მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება
22:52 / 26.05.2020
რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე, რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით, პასუხს ელოდება, ვინაიდან, მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.
რუსეთის საგარეო უწყება: რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმების ფარგლებში სადამკვირვებლო მისია დაუშვას საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუ საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე
21:49 / 26.05.2020
რუსეთი მზად არის, ღია ცის შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო ნებას მისცემს რუსეთს, იფრინოს მის ტერიტორიაზე. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
რომის პაპი: მთელი გულით ვლოცულობ საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის
21:37 / 26.05.2020
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მეუფე შიო: სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას
21:34 / 26.05.2020
სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი დაპყრობილია, უფალმა ინებოს, რომ მოვესწროთ ჩვენი ერის გამთლიანებას და ჭეშმარიტ თავისუფლებას , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ქაშუეთის ტაძარში განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინა.
ვლადიმერ ზელენსკი: მიიღეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით - მჯერა, საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის სიმყარისა და ჩვენი ხალხების სიბრძნის
21:27 / 26.05.2020
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დაგარწმუნოთ, სომეხ ხალხს დიდად ახარებს საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები
19:52 / 26.05.2020
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ - მინისტრს, გიორგი გახარიას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოში ტანსაცმლის ზოგიერთ მაღაზიაში გასახდელი ოთახები გაუქმდება
19:38 / 26.05.2020
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ჯეიმს აპატურაი: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ საქართველო! - თქვენ დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და ძალიან ბევრს შრომობთ მის შესანარჩუნებლად
19:32 / 26.05.2020
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
სააკაშვილი უკრაინაში აზარტული თამაშების ლეგალიზაციას ითხოვს
15:57 / 26.05.2020
უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში აზარტული თამაშების ლეგალიზაციის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან სოციალური ქსელის პირად გვერდზე დაწერა.
ნათია თურნავა: ჩეხეთთან ტურისტულ მიმოსვლას მალე აღვადგენთ
15:41 / 26.05.2020
"ვფიქრობთ, რომ ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც ძალიან სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში ჩეხეთის ელჩთან, პეტერ მიკისკასთან შეხვედრის შემდეგ.
თენგიზ ცერცვაძე: დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება
15:19 / 26.05.2020
დაველოდოთ შეზღუდვების მოხსნიდან 2-3 კვირა, თუ ამ პერიოდში შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, ძალიან დიდი წარმატება იქნება, – აცხადებს თბილისის ინფექციური კლინიკის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს
15:04 / 26.05.2020
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეების რაოდენობა შესაძლოა, 9-დან 3-მდე შემცირდეს. ამის შესახებ რეგლამენტში შესატანი ცვლილების პროექტშია აღნიშნული.
გიორგი გახარია: უნდა გვახსოვდეს ის წვლილი, რომელიც ქართულმა ჯარმა მოქალაქეებთან ერთად პანდემიის წარმატებულ მართვაში შეიტანა, ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და ეფექტური მართვა
12:21 / 26.05.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გლობალურ პანდემიას ყველანი ერთად ებრძვიან.
დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას - ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
12:19 / 26.05.2020
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის.
გიორგი გახარია: საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ჩვენი მიზანია ქვეყნის გამთლიანება, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ მშვიდობიანად
12:14 / 26.05.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს, როდესაც სამყარო გლობალური პანდემიის წინაშეა და არავინ იცის, მსოფლიო ხვალ როგორი იქნება, ერთიანობა, ჯარის წარმატება არის გარანტი ქვეყნის უსაფრთხოების, მისი ევროატლანტიკური ორიენტაციის, საქართველოს ეფექტური თანამშრომლობის სტრატეგიულ პარტნირობთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ნატო-სთან.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს
12:12 / 26.05.2020
საქართველოს თავდაცვის ძალები ყოველდღიური შრომითა და უდიდესი პროფესიონალიზმით აძლიერებს და განამტკიცებს სახელმწიფოს მოპოვებულ წარმატებებს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს თავისუფლება დგას ჩვენს გმირებსა და მათ თავგანწირვაზე
12:10 / 26.05.2020
ჩვენი ისტორია სახელმწიფოებრიობის მოსაპოვებლად, ომებისა და ბრძოლების ისტორიაა, რომელსაც უამრავმა გმირმა შესწირა თავი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
პრეზიდენტი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კორონავირუსი დამარცხებული არ არის - ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის
12:02 / 26.05.2020
პირველ რიგში, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ დაავადება დამარცხებული არ არის. ახლა დაგვჭირდება ახალი ბალანსის პოვნა სიფრთხილესა და თავისუფლებას შორის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი: ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება
11:55 / 26.05.2020
დღეს უჩვეულო 26 მაისია, საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, თავდაცვის ძალებთან ერთად, სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი, საქართველოს თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 11-ით გაიზარდა
11:52 / 26.05.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 732 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11- ით გაიზარდა და 537 გახდა.
ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია
11:44 / 26.05.2020
მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვა ინტერნეტ-გამოცემა Squawka-მ ჩაატარა. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ მაჩვენებლებს 1992 წლიდან, როცა ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგად გადაკეთდა.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]
02:28 / 06.05.2020
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×