საქართველოში არ არსებობს პრეზიდენტი და მთავრობა, არსებობენ მხოლოდ მარიონეტები - მიხეილ სააკაშვილი
00:24 / 29.01.2020
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება.
კობალაძე: მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს
00:19 / 29.01.2020
თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორისტებთან კავშირი არც ოპოზიციაში იწვევს კითხვის ნიშნებს, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კობა კობალაძემ განაცხადა.
ცოტნე გამსახურდია თურქეთის კლინიკაში გააღვიძეს, მაგრამ თვალებს არ ახელს - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან
00:09 / 29.01.2020
სანდო წყარო ყვება, რომ თურქეთის კლინიკაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია უკვე გააღვიძეს, მაგრამ თავად ცოტნე არ იღვიძებს, თვალებს არ ახელს. ექიმის ვარაუდით, ცოტნე გამსახურდია თვალს შესაძლოა, იმიტომ არ ახელს, რომ დედამისის ხმა ესმის.
მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია საზოგადოებისგან იზოლაციაში, ტყვეობაში ჰყავს - ანა ჯაბაურის ადვოკატი
00:03 / 29.01.2020
ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის წარმომადგენლმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან.
პალესტინის ლიდერი: „დონალდ ტრამპი ძაღლისშვილია!“
23:50 / 28.01.2020
პალესტინის ლიდერის, მაჰმუდ აბასის განცხადებით, ტრამპის „საუკუნის გარიგება“ არ იქნება და ურჩევნია „მოწამეობრივად მოკვდეს იერუსალიმის კედლებზე პალესტინის დროშის ფრიალისთვის“.
მამუკა ხაზარაძე: რეგიონებში ისეთი მდგომარეობაა, ცრემლს ძლივს ვიკავებდი
23:43 / 28.01.2020
ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მარგველაშვილი: ლავროვის არ შემოშვებით შეიძლება გავაბრაზოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მისგან გვიცავენ
23:40 / 28.01.2020
ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
სტივენ კინგმა „ოსკარის“ ორგანიზატორები რასიზმში დაადანაშაულა
23:14 / 28.01.2020
ამერიკელმა მწერალმა სტივენ კინგმა „ოსკარის“ დაჯილდოების ორგანიზატორები თეთრკანიანი კანდიდატებისადმი მიკერძოებულ მიდგომაში დაადანაშაულა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა
23:11 / 28.01.2020
გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას ერთი ახალგაზრდა დაშავდა, ერთი კი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
„ბარბის“ თოჯინების ახალი ხაზი შეიქმნა რომელთაც სხვადასხვა დაავადება აქვთ
23:02 / 28.01.2020
კომპანიამ Mattel-მა, რომელიც „ბარბის“ მფლობელია, ახალი თოჯინების გაყიდვას იწყებს, რომლებსაც კანის დაავადებები აქვთ და ეტლში სხედან. ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილი: მე არავის ვპატიჟებ, ვუპასუხე რუსეთის წარმომადგენელს, რომელმაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი სტუმართმოყვარეობა
22:50 / 28.01.2020
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენლის კითხვაზე საპასუხოდ გაკეთებული განცხადება განმარტა.
ჰონგ-კონგის ლიდერი პრესკონფერენციაზე ნიღბით გამოჩნდა
22:48 / 28.01.2020
ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნიღბით გამოჩნდა.
„მილანის“ ღირსეული საქციელი
21:57 / 28.01.2020
ფეხბურთის მოყვარულებისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ კობი ბრაიანტი „მილანის” დიდი გულშემატკივარი იყო. ამაზე „შავი მამბას არაერთხელ უსაუბრია. ერთ-ერთ ინტერვიუში კობიმ ასეთი რამაც თქვა – „თუ მარცხენა ხელს მომაჭრიან, იისფერ-ყვითელი სისხლი წამომივა, ხოლო თუ მარჯვენას – შავ-წითელი.”
მამუკა ხაზარაძე: “ქვეყანა მიდის იმ მიმართულებით, რომ საქართველო გახდეს რუსეთის გუბერნია”
21:51 / 28.01.2020
ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
კონცერტზე 30 მსმენელისთვის მოპარული მობილურები ქურდმა ველოშორტებში ჩამალა
21:43 / 28.01.2020
ნიდერლანდების პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც ველოსიპედის შორტებში 30 მობილური ტელეფონი ჰქონდა.
ეკატერინე ტიკარაძე: “მე მაქვს დაწყებული ძალიან ბევრი რეფორმა, რომელიც დასასრულებელია”
21:25 / 28.01.2020
ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტოროებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
"ზურაბიშვილი და ზალკალიანი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს"- Украинская правда 18:40 2020-01-28
21:11 / 28.01.2020
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას გაექცა- ამის შესახებ წერს Украинская правда.
"ამ საკითხზე არ ვილაპარაკებ ამ ასამბლეაზე" - პრეზიდენტმა ევროსაბჭოს ტრიბუნაზე გამოსვლისას საარჩევნო სისტემაზე საკუთარი პოზიცია არ დააფიქსირა
19:50 / 28.01.2020
საქართველოს პრეზიდენტმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის არ დააფიქსირა. თუმცა ზურაბიშვილმი იმედოვნებს, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
სექსუალური უმცირესობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ პროგრესი გვაქვს - სალომე ზურაბიშვილი
19:30 / 28.01.2020
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ გერმანელმა პარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილ საქართველოში სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ დაუსვა კითხვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი მისი შვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტაზე - ამას ველოდი - ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან
18:30 / 28.01.2020
დღეს არაფერი არ მომხდარა ახალი, უბრალოდ რაღაცა უნდა დაედოთ და იძახიან, რომ თემირლანი დამნაშავეა. ველოდი ამას და ვიცოდი, რომ ეს უნდა ეთქვათ, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის პროკურატურის მიერ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტას.
სოსო გოგაშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა
17:26 / 28.01.2020
თემირლან მაჩალიკაშვილი ახლა სხვა დამნაშავეებთან, ტერორისტული ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად სასჯელს უნდა იხდიდეს, მაგრამ ის უბედურება მოხდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა განუცხადა.
გიგა ბოკერია: უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა როგორც ექცეოდა პოლიციელებს, თურმე, ეს ნორმალური ამბავია
16:58 / 28.01.2020
უმძიმესი სანახავია, როგორ უწევს შს მინისტრს მედიისთვის, საზოგადოებისთვის იმის მტკიცება, რომ მაღალი თანამდებობის პირის ძმა როგორც ექცეოდა პოლიციელებს, თურმე, ეს არის ნორმალური ამბავი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას კორონავირუსი არ დაუდასტურდა
16:07 / 28.01.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის განცხადებით, 22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, კორონავირუსი არ აქვს და არც ერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ ითვლება.
დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ციხეს 2021 წელს დატოვებს, გუგა ბარბაქაძის განაჩენი კი ძალაში დარჩა
15:53 / 28.01.2020
ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. მისჯილი წლებიდან გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.
რუსეთმა ჩინეთიდან ტურისტების შესვლა აკრძალა
14:53 / 28.01.2020
რუსეთის ტუროპერატორებმა კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავების გამო ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფების მიღება გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.
პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე - დადასტურდა, რომ არც სპეცდანიშნულების რაზმის წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია
14:44 / 28.01.2020
გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ, არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის მხრივ საქართველო არის დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა და არ შეიძლება პანიკის დათესვა
14:32 / 28.01.2020
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გამოუცხადებია, რომ ჩინეთში მიმდინარე ეპიდაფეთქება არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებული საფრთხე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განცხადა, რითიც ის „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსის თამარ ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ბოლო ორი დღეა შეიცვალა კორონავირუსის გავრცელების რისკები და გლობალურად ჩვენ უკვე ვხდებით მაღალი რისკის ქვეშ“.
თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა
14:06 / 28.01.2020
პანკისისი ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასრულდა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოიშალა
13:56 / 28.01.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის შედეგად ხარაჩო ჩამოიშალა.
გერმანია კორონავირუსის გამოვლენის პირველ შემთხვევას ადასტურებს
13:49 / 28.01.2020
გერმანია ახალი ტიპის კორონავირუსის პირველ შემთხვევას ადასტურებს.
მაია ცქიტიშვილი: ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ
13:41 / 28.01.2020
ჩვენ უკვე ვემზადებით, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით განუცხადა.
ვახტანგ გომელაური: დაახლოებით ერთი თვის წინ იყო გადაწყვეტილი ლევან იზორიას გერმანიაში ელჩად წასვლა - რატომღაც ახლა, ასე დაემთხვა
13:38 / 28.01.2020
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ლევან იზორიას გერმანიის ფედერაციაში საქართველოს ელჩად დანიშვნის საკითხი, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადაწყდა.
ვახტანგ გომელაური ლევან იზორიას ძმაზე - კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული, უარესები ხდება
13:34 / 28.01.2020
კიტა იზორია პოლიციელს ეუბნება, როგორც მახსოვს: „ფორმას გაგხდით“ - ეს არ არის დანაშაული. უარესები ხდება, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიასა და პატრულის თანამშრომელს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.
ლონდა თოლორაია: დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას
13:28 / 28.01.2020
დავადგინეთ, რომ „მწვანე სკოლის" მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის თაობაზე დასმულ კითხვას. მისივე ინფორმაციით, ხელმეორედ დაიკითხა გარდაცვლილი მოზარდის დედა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი აცხადებს, ამ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მალე დასრულდება.
სალომე სამადაშვილი: საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს გუნდში ივანიშვილი საარჩევნოდ
13:21 / 28.01.2020
საინტერესოა, ვინ ჩაანაცვლებს ლევან იზორიას, ჩვენ ამით დავინახავთ, რომელ კლანს აძლიერებს ივანიშვილი საარჩევნოდ საკუთარ გუნდში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან ლევან იზორიას მიერ თანამდებობების დატოვების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება
13:19 / 28.01.2020
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ფრენები აიკრძალება და უხანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
ლევან კობერიძე: ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედოა, რომ მათი ბრალი არაფერია - ჩვენი პარტნიორებისთვის შეურაცხმყოფელია განცხადებები, რომ რაღაც ბოლომდე არ იციან, ან კარგად ვერ გაერკვნენ
12:46 / 28.01.2020
ეს არის ხელისუფლების ჩამოყალიბებული კრედო, რომ მათი ბრალი არაფერია, მსგავსი ტიპის განცხადებები არაკომპეტენტურია და შეურაცხმყოფელიც კია ჩვენი პარტნიორებისათვის, - ასე ეხმიანება ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე ჟურნალისტებთან კონგრესმენებისა და სენატორის წერილის თაობაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს.
ნათია თურნავა: მოგვიწევს ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებით შეჩერება
12:25 / 28.01.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდება. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველო მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად, ამ გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, რათა მშვიდად ვიყოთ.
საგამოძიებო სამსახურმა 22 ათასი ლარის არადეკლარირებული მედიკამენტების აზერბაიჯანში მალულად გადატანის მცდელობაში ერთი პირი ამხილა
11:06 / 28.01.2020
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა
11:02 / 28.01.2020
ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა
00:31 / 28.01.2020
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.
ნაომი კემპბელი ვივიენ ვესტვუდის ფოტოსესიისთვის გაშიშვლდა
21:47 / 27.01.2020
ბრიტანელმა ტოპმოდელმა და მსახიობმა ნაომი კემპბელმა მოდის სახლის Vivienne Westwood-ის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ფოტოები Dazed-ზე გამოქვეყნდა.
ვრცელდება კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნის და აფეთქების ვიდეო
20:36 / 27.01.2020
ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი 26 იანვარს, კერძო თვითმფინავის ჩამოვარდნის შედეგად, 13 წლის ქალიშვილთან ერთად დაიღუპა.
“ფორსაჟის” 15 წამიანი ტიზერი, სადაც თბილისი ჩანს(ვიდეო)
22:00 / 26.01.2020
თბილისელებს კარგად ახსოვთ, რამდენიმე თვის წინ, „ფორსაჟის“ გადაღების გამო გადაკეტილი ქუჩები. ჰოლივუდური ფილმის გადაღებები 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის გამზირებზე, თავისუფლების მოედანსა და ნუცუბიძეზე მიმდინარეობდა.
24 საათი ნანგრევებში-მაშველებმა 2.5 წლის გოგონას გადარჩენა შეძლეს(ვიდეო)
23:54 / 25.01.2020
24 საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან, 2 .5 წლის გოგონას ამოყვანა მაშველებმა, უვნებლად მოახერხეს.
თურქეთის მიწისძვრის კადრები, რომელიც ტელეკომპანიამ პირდაპირ ეთერში დააფიქსირა
01:26 / 25.01.2020
თურქეთში, ძლიერი მიწისძვრის დროს, ტელეკომპანია TRT 2-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა გადიოდა, რა დროსაც ძლიერი რყევები დაიწყო. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ტოვებენ სტუდიას გადაცემის სტუმრები.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×