საქართველოში, წალკიდან სამხრეთ-დასავლეთით, 16 კმ-ში, სოფელ მამიშლართან, მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 17:27 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.0 მაგნიტუდა შეადგინა.
გერმანიისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოები წელს განსაკუთრებული ძალისხმევით უჭერენ მხარს საქართველოს განვითარებას და ამას მომავალშიც გააგრძელებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში გერმანიისა ელჩის ჰუბერტ ქნირშისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის ერთობლივ განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. დაკავებული და მხილებულია 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.უ., 1998 წელს დაბადებული რ.ბ., 1999 წელს დაბადებულები ე.გ. და ა. შ, ასევე 2000 წელს დაბადებული ი.უ. და ამავე წელს დაბადებული ე.გ.
"გაზაფხულისთვის მზად ვართ! "ქართულ ოცნებას" შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.
ქვეყანაში ვითარების "გაცხელებაზე" სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს."-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა.
საუბრის ძირითადი თემა პანდემია, მასთან ბრძოლის გზები, კოვიდსოლიდარობა და ვაქცინის გამოყოფის საკითხი იყო.
ნატო-ში ბელგიის მუდმივი წარმომადგენელი პასკალ ჰეიმანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ პასკალ ჰეიმანი მიკრობლოგ "ტვიტერზე" წერს.
"მსჯელობა შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოებას და რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდას, საქართველოს რეფორმებს, მის პოლიტიკურ პარტნიორობას ნატოს-თან, ისევე როგორც ძლიერ პრაქტიკულ თანამშრომლობას", – წერს პასკალ ჰეიმანი.
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერების საკითხი სესიის პირველსავე სხდომაზე განიხილება. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში პარლამენტი მხოლოდ იმ დეპუტატების საკითხს განიხილავს რომლებმაც მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად მიმართეს.
„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარებს. ეს პირველი სხდომაა მას შემდეგ, რაც პარტია ყოფილმა თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დატოვა და ახალი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
„ჩვენი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოეროვნულია - ეს არის საქართველოს გამარჯვება - რომ შევადაროთ, რა იყო ჩვენი ოპონენტების და მიხეილ სააკაშვილის განცხადება, მან ფაქტობრივად თქვა, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე გამარჯვებააო, თუმცა პირველი რომელი იყო ვერავინ გაიხსენა, როცა ბრიფინგზე ვიკითხე. ის თავის თავს უტიფრად აიგივებს სახელმწიფოსთან, თავის თავს აიგივებს სამართალთან“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმთან მობილიზებულ ეროვნული გვარდიის წევრებს ბოდიში მოუხდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანდა, რომ რამდენიმე სამხედროს მანქანების სადგომზე ეძინა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საქართველოს აქვს შესანიშნავი შედეგები ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას Pfizer / BioNTech–თან და შესაძლებელია თებერვალში დაიწყოს ვაქცინების მიწოდება ღარიბი და დაბალი საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.
ბიძინა ივანიშვილმა თავისი ქონების 90% გამოყო ქველმოქმედებისთვის, რითაც უარი თქვა მილიარდერის სტატუსზე და მასთან დაკავშირებულ ავტორიტეტზე, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ 8 თებერვლიდან დაიწყება.
საქართველო დიდი ხანია წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა, - ამის შესახებ გამოცემა New Europe-ში გამოქვეყნებულ სტატიაში „ორი ჯორჯიის ამბავი“ პოლონელი ევროპარლამენტარი, რიჩარდ ჩარნეცკი წერს.
ამერიკის პირველმა ლედიმ ეროვნული გვარდიის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა. ჯილ ბაიდენი თეთრი სახლის პერიმეტრზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს ორცხობილებით გაუმასპინძლდა.
ბრიტანული გამოცემა The Guardian სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 21 იანვარს მიღებულ გადაწყვეტილებას სტატიას უძღვნის. სტატიის სათაურია “მოსკოვი პასუხისმგებელია 2008 წელს საქართველოში მშვიდობიანი ადამიანების მკვლელობაზე, ძარცვაზე და საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე“.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოვლინდა, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 998 ადამიანს დაუდასტურდა, 1 892 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომელთაც COVID 19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ“, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და საუბნო სამმართველოების თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ორი პირი: 1975 წელს დაბადებული მ.ა. და 1983 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე – შ.ს. დააკავეს.
სამინისტროს ცნობით, მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ზურაბ ჯაფარიძეს, რომ კითხვა დაუსვან - ამ შეზღუდვების მოხსნას რომ ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს, აგებს თუ არა ის პასუხს?! მაშინ, დარწმუნებული ვარ, რომ ის სხვანაირად მოიქცევა. ის პასუხს არაფერზე აგებს, - ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის დაწესებული შეზუდვების მოხსნას ეხება.
თუ ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება წლის ბოლომდე და მხოლოდ წლის ბოლოს მივაღწევთ თავისუფლებას ეკონომიკაში, ეს არის შორს და მანამდე ხალხს გაუჭირდება. გასაგებია, ეს ცუდია, მაგრამ ვინმემ უკეთესი რამე იცის? ვინმეს აქვს უკეთესი გამოსავალი? - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობა ერთ ტომარა ფქვილზე სუბსიდიას 10-დან 15 ლარამდე ზრდის. სუბსიდირება ჯამურად 20 ათას ტონა ფქვილზე მოხდება. შედეგად მასობრივი მოხმარების პური არ გაძვირდება. ცვლილება პირველი თებერვლიდან ამოქმედდება. პროგრამა დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზამთრის კურორტების სრულფასოვნად ოპერირების შემთხვევაში, ადგილზე იკრიბება 30 000 ადამიანი, რაც ინფექციის გავრცელებას ხელს უწყობს. მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომაც შენარჩუნდა შეზღუდვები ზამთრის კურორტებზე.
ის, რაც ახლა ხდება ოპოზიციის ჭიჭყინია -ამომრჩეველმა მოგცათ ხმა, კეთილი იქნებეთ და პარლამენტში შედით! არ შეხვალთ? - იჯდებით სახლში! - ამ სიტყვებით ოპოზიციას ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ მიმართა.
მეხანძრე-მაშველებმა რუსთავში, ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან ბავშვები გამოიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
საქართველო გახლავთ ნატო-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა და ძლიერი პრაქტიკული თანამშრომლობა გვაკავშირებს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ სალომეს ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნატო-ს შტაბ-ბინაში მორიგი სტუმრობა საქართველოსა და ნატო-ს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ადასტურებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) რეგიონულ დირექტორს კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა EBRD-ს მადლობა გადაუხადა სამაგალითო თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი არა მხოლოდ საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორია, არამედ მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის განვითარებაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკემბრის 21-დან ინციდენტობის მაჩვენებლის სერიოზული ვარდნაა.
ქვეყანაში ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია უკვე არის, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრვი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
იანვრის შუა რიცხვებში მაინც იყო მცირედი მატება. ახლა ვართ სტატისტიკურად პლატოს პერიოდში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ გასული წლის დეკემბერში რეგულაციების შემსუბუქების შედეგების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მთავრობის ადმინისტრაცია 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს. ქვეყანაში დღეს მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ დაამტკიცა.
1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
შემსუბუქების პარალელურად, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე. ამის შესახებ საკოორდიანციო საბჭოს სხდომის შემდეგ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
საბავშვო ბაღებში, პროფსასწავლებლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების პროცესის განახლება 1-ელი მარტიდანაა დაგეგმილი. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, რომელიც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გაახმოვანა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ელი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა აღდგება.
პირველ მარტამდე ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა „კომენდანტის საათის“ სახით ძალაში რჩება. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას შეზღუდვებით უკვე მიაღწია და მთავრობას ახლა შეუძლია, შეზღუდვები შეამსუბუქოს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აგრესორი მსხვერპლის როლში გამოიყვანა. ასე შეაფასა მან სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლარი კინგი "კოვიდ-19"-ით იყო ინფიცირებული და ის საავადმყოფოში მკურნალობდა.ლარი კინგის კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია "სიენენის" ეთერში მიჰყავდა.ბოლო წლებში ის რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტელეკომპანია "რაშა თუდეიში" მუშაობდა.
მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მეუღლე დააკავეს. ინფორმაციას "ეხო მოსკვი" ავრცელებს.მედიასაშუალების ცნობით, იულია ნავალნაია მეუღლის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მივიდა, როდესაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს.აქცია ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით რუსეთის ათეულობით ქალაქში იმართება.მოსკოვში დაკავებულია 200-მდე მომიტინგე. რუსეთის მასშტაბით კი, 800-ზე მეტი დემონსტრანტი.
საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელად მიხაელ ზიბერტი დაინიშნა.ზიბერტი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი იყო. იქამდე კი, სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.ის საკუთარ მოვალეობას ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურში შეასრულებს.
ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსვერპლით დასრულდა.თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე 89 წლის კაცი დაიღუპა, ხოლო სამი ადამიანი კი დაშავდა.არსებული ინფორმაციით, 79 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა, რომელსაც სხეულზე მრავლობითი მოტეხილობა აქვს. მიღებული დაზიანაბების გამო, ის თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადაჰყავს.წინასწარი ინფორმაციით, ავარიის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩარე გახდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ევროპარლამენტის წევრები ერთობლივი განცხადებით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეპ ბორელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისა და ევროკომისარ სტელა კირიაკიდესს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2021 წელს პანდემიასთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის შესწავლას გეგმავს.2021 წლის აუდიტის გეგმიდან ირკვევა, რომ უწყება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს.როგორც დოკუმენტში წერია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია, დაფაროს სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება.
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.აქციის მონაწილეები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მერიის საპარკინგო ტერიტორიის გადაკეტვას ცდილობდნენ.სამართალდამცველებმა სამი მონაწილე პირბადის არ ქონის გამო დააჯარიმეს, მათი განცხადებით, პირბადის გარეშე ყოფნა მათი ერთგვარი პროტესტია.
ბათუმში, ფიტნეს-კლუბ "რეფორმერთან" თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ აკრძალული. მათივე თქმით, პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, პირველ თებერვალს კი ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.
რადიკალური ოპოზიციის გარდა რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა."მე გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რაღაც ტიპის კომუნიკაცია თითქმის ყველა ოპოზიციურ სუბიექტთან გვქონდა, თუმცა რასაც ისინი ერთმანეთს ჰკადრებენ - ახლა ელისაშვილს აბრალებენ რაღაცას, მანამდე ვაშაძეზე ჰქონდათ აქცენტი, "გირჩსაც" აბრალებდნენ მოსყიდვას - მსგავსი ტიპის კომუნიკაცია არ შემდგარა. არავის უკადრებია თავისი თავისთვის და ოპონენტისთვის რაღაც არალეგიტიმური შეთავაზებები. ჩვენ კიდევ უფრო დეტალურად ვსაუბრობთ იმაზე, რაც საბოლოო ჯამში საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია", - განაცხადა მდინარაძემ.
ყველაზე ნაკლებად, პარლამენტში შემოსვლას "ნაცმოძრაობისგან" და ე.წ. "ევროპული საქართველოსგან" ველოდები, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.