Loading data...
ანა წითლიძე პარტია „ლელოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

„სამეგრელოში უკვე დაწყებული ჰქონდათ კამპანია, შეგიძლიათ იმ ადამიანის ფეისბუკგვერდზე შეხვიდეთ, ვინც საკრებულოში უნდა ჰყავდეთ და ნახავთ, რომ უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული, სოფელ-სოფელ დადის და ჩვეულებრივ, კამპანიას ატარებს „ლელოს“ წარმომადგენელი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ თანაპარტიელებთან ლევან სანიკიძესა და ირაკლი ფავლენიშვილთან ერთად ფეისბუკლაივის დროს განაცხადა.

მან „ლელო“ მოსყიდვაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიის წარმომადგენლები „ჩემოდნით დადიოდნენ“ და „ნაცმოძრაობის“ წევრებს სთავაზობდნენ, მათ გვერდით დამდგარიყვნენ, ფული კი იმდენი ექნებოდათ, რამდენიც დასჭირდებოდათ.

„ამაში ხომ იტყუებოდნენ და რომ ვიძახი, ჩემოდნით დადიოდნენ-მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან, ლიდერები ვინც გვყავს, სოფლებში? ასე ეუბნებოდნენ „ლელოს“ წარმომადგენლები, რომ „ნაცები“ მაინც მონაწილეობას არ იღებთ, ან ჩვენ დაგვეხმარეთ, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი; რამდენიც გინდათ და რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში, იმდენი გექნებათ - და უკაცრავად, მოსყიდვა სხვა რა არის?“, - განაცხადა ანა წითლიძემ.