Loading data...
რუსეთის თავდაცვის უწყება - ჩვენს ტერიტორიაზე გასულ ღამეს 86 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გასულ ღამეს რუსეთის რეგიონების თავზე 86 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. 

„გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს და ჩამოაგდეს 86 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 23 კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, 16 ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, 15 ტულის ოლქის ტერიტორიაზე, 12 ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 12 ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე; 4 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, მათ შორის 2 უპილოტო საფრენი აპარატი მოსკოვის მიმართულებით; 2 სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, 1 ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე და 1 რიაზანის ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.