1752042811
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: არ გვახსენდება „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბევრი კრიტიკა, რაც ხაზს უსვამს, რომ, სავარაუდოდ, „ლელოსგან“ თანხის მიღებას თანხმდებოდნენ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან „ლელოს“ მისამართით კრიტიკა ნაკლები იყო, სავარაუდოდ, ისინი აღნიშნული პარტიის მიერ შეთავაზებულს წინადადებას თანხმდებოდნენ.
„უშუალოდ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ სთავაზობდა ბატონი ხაზარაძე ფულს, რომ მასთან დაკავშირებით ნაკლები კრიტიკა გამოეხატათ და ჩვენ არ გვახსენდება მათი მხრიდან ბევრი კრიტიკა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ, სავარაუდოდ, თანხმდებოდნენ ამ თანხის მიღებას.
ეს არაჯანსაღი პროცესია, ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. ჩვენ მიერ, ბოლო თვეებში მიღებული კანონები სწორედ ამას უზრუნველყოფს“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.