1752043133
უცხოეთი
უკრაინული დრონები კურსკში ქალაქის პლაჟს დაეცა - დაიღუპა სამი ადამიანი

უკრაინულმა დრონებმა კურსკში, ქალაქის პლაჟზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
კურსკის გუბერნატორის თქმით, შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.
„გვიან საღამოს მოწინააღმდეგემ შეგნებულად მიიტანა იერიში ადგილზე, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ამის ახსნა შეუძლებელია“, - დაწერა ხინშტეინმა ტელეგრამ-არხზე.
უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.