Loading data...
ტრამპი: პუტინმა ბევრი სისულელე ილაპარაკა და მე რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას განვიხილავ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბევრი სისულელე ილაპარაკა და ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების საკითხი განიხილება. ინფორმაციას time.com ავრცელებს.

ტრამპის თქმით, პუტინი მასთან საუბრისას ძალზე თავაზიანად იქცევა, მაგრამ პრაქტიკულად ეს არაფერს ცვლის, რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება არ სურს და უამრავი ადამიანი კვლავ იღუპება.

ტრამპის თქმით, აშშ უკრაინას შეიარაღებას კვლავაც მიაწვდის, რადგანაც უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. „სწორედ აშშ-ის დახმარებით უკრაინამ ომი 3-4 დღეში არ წააგო, როგორც ამას პროგნოზირებდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.