Loading data...
ვახტანგ ჩოჩია: ქალბატონი რასა და მისი პატრონები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართველი ხალხის რჩეული პარტია

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის ვახტანგ ჩოჩიას განცხადებით, ევროპარლამენტარები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართველი ხალხის რჩეული პარტია.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

„ვიხილეთ, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელსაც ევროკომისია განიხილავს. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ ფაქტთან დაკავშირებით ითქვას არის ის, რომ ქალბატონი რასა და მისი პატრონები ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ არის ქართველი ხალხის რჩეული პარტია და „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებში“, - აღნიშნა ჩოჩიამ.