Loading data...
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში საჰაერო დარტყმის დროს „ჰეზბოლას“ მეთაური მოკლეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღამით სამხრეთ ლიბანში ისრაელის დარტყმის შედეგად „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური დაიღუპა.

„სიდონის სამხრეთით, ბაბლიეს ქალაქზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაიღუპა ჰუსეინ ალი მუზირი. ჰუსეინმა ისრაელის სახელმწიფოსა და IDF-ის ჯარების წინააღმდეგ არაერთი [სარაკეტო] თავდასხმა განახორციელა“, - ნათქვამია სამხედროების განცხადებაში.