Loading data...
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ 700-ზე მეტი დრონი და 13 რაკეტა გამოიყენეს

9 ივლისის ღამეს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 741 საჰაერო თავდასხმის იარაღი გამოიყენეს, მათ შორის 728 უპილოტო საფრენი აპარატი. 

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაბომბვის დროს რუსებმა დრონები რუსეთის ქალაქების - ბრიანსკის, პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის, ორელის, მილეროვოს მიმართულებებიდან გაუშვეს. 

შეტევის მთავარი მიმართულება ქალაქი ლუცკი იყო. 

უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ავიაცია და საზენიტო-სარაკეტო ძალები მონაწილეობდნენ. 

08:30 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული საჰაერო თავდასხმის 718 ერთეული იარაღი გაანეიტრალეს, მათ შორის ფრთოსანი რაკეტაც. 

მტრის საჰაერო დარტყმები 4 ადგილას დაფიქსირდა. 

უკრაინის დაბომბვა 9 ივლისის ღამეს 👇

რუსებმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით შეუტიეს. თავდასხმის დროს აფეთქებების ხმა კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქში გაისმა. თუმცა, რუსებისთვის მთავარი სამიზნე უკრაინის დასავლეთი ნაწილი იყო.