Loading data...
ვოლსკი ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტზე: უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ

„უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ“, - ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართული დებატებს.

„ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან [ევროპის] „სახალხო პარტიაა“ ინიციატორი ამ რეზოლუციის. უკვე არის ერთი რეზოლუცია მიღებული მათი ინიციატივით, რომელიც არის მფარველი და ინსტრუქციის დამწერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს რეალობა გვაქვს სამწუხაროდ. ფაქტია, რომ საზოგადოებისთვის ამაში ახალი არაფერია და უსამართლობა გამოსჭვივის ყველა სიტყვასა და წინადადებაში, რომელიც გამოყენებულია საქართველოს მიმართ“, - აცხადებს ვოლსკი.