იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა
00:03 / 25.05.2020
იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა, როგორც იტალიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოში განმარტეს, ეს მონაცემები არ მოიცავს ლომბარდიას, რადგან ამ რეგიონიდან მონაცემების მიღება დაგვიანდა.
ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში აღდგება
23:53 / 24.05.2020
ყველაზე აქტუალურ კითხვაზე – როდის აღდგება ტრანსპორტის მოძრაობა? „პრაიმტაიმის” ინფორმაციით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ საორიენტაციო პერიოდად ერთი კვირა აიღო.
შოთა არველაძე ბასილაშვილზე: მინდა, ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო
23:35 / 24.05.2020
ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, შოთა არველაძემ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

არველაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
თენგიზ ცერცვაძე: ბატონმა არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა, ის რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს
23:24 / 24.05.2020
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს:
რესპუბლიკური საავადმყოფო დღეს ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, ხვალისთვის კი სამი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე ელოდებიან კვლევის პასუხებს
22:33 / 24.05.2020
ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალისთვის სამი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე კვლევის პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი: არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა, სიმართლეს სასამართლოში, აუცილებლად დავამტკცებ
21:37 / 24.05.2020
ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საზოგადოებისადმი მიმართვას ავრცელებს.
მარკ ცუკერბერგმა კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $30 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა
20:49 / 24.05.2020
მსოფლიოს 25-მა უმდიდრესმა ადამიანმა, კორონავირუსის პანდემიის დროს, კარანტინის რეჟიმში $225 მილიარდი გამოიმუშავა. ამის შესახებ Forbes წერს.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა
20:14 / 24.05.2020
ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ადასტურებს.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ ჩოგბურთელი მასზე სისტემატურად ძალადობდა და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს
18:17 / 24.05.2020
ნეკა დოროყაშვილი ყოფილი ქმრისთვის გირაოს შეფარდებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ქორწინებაში ყოფნის დროს ნიკოლოზ ბასილაშვილი სისტემატურად ძალადობდა მასზე და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. უფრო მეტი დეტალის გასაჯაროებას ის ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.
სავაჭრო მოლები და ბაზრობები ამ ეტაპზე ვერ გაიხსნება
18:09 / 24.05.2020
ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა მოლების და ბაზრობების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სავაჭრო მოლები და ბაზრობები არიან მომხმარებლების მობილობის ყველაზე დიდი გენერატორები, შესაბამისად რისკები მაღალია და მათი ამუშავება ეკონომიკის გახსნის ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.
„თუ ტრანსპორტის რაოდენობა არ გაიზარდა მოძრაობის აღდგენა საშიში იქნება“
18:07 / 24.05.2020
ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობა თუ არ გაიზრდება ტრანსპორტის ამუშავება რისკის შემცველია. მედიკოსის თქმით, პირველ რიგში ტრანსპორტში განიავების და გაგრილების სიტემა უნდა იყოს გამართული.
ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გირაო გადაიხადა
17:56 / 24.05.2020
საქართველოს პირველი ჩოგანის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გირაოს თანხა - 100 ათასი ლარის ოდენობით უკვე გადახდილია. ამის შესახებ ადვოკატი ირმა ჭკადუა რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო
17:41 / 24.05.2020
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს დაიწყო. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყნის ისტორიაში, როდესაც სასამართლოს წინაშე მოქმედი სახელმწიფოს მეთაური წარსდგა. ბრალდების მხარე ნეთანიაჰუს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და ქრთამის აღებაში სდებს ბრალს.
26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია, სეტყვაც
15:36 / 24.05.2020
26 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მეუფე ნიკოლოზი: მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები
14:28 / 24.05.2020
მთელი ტყეც რომ გადაეცეს ეკლესიას, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით განაცხადა.
მეუფე შიო: ერის ცხოვრებაში მძიმე მოვლენები ხდება ხოლმე, სნეულებები ან ტრაგედია, ძალიან გვეშინია და ვღელავთ, მაგრამ სახარება გვეუბნება, რომ  ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც სულიერი თვალები აგვიხილოს და სწორედ ამიტომ უშვებს ამ განსაცდელს
14:22 / 24.05.2020
ადამიანის ცხოვრებაშიც და ერის ცხოვრებაშიც ხდება ხოლმე მძიმე მოვლენები, რომელსაც ჩვენ განსაცდელებს ვუწოდებთ - სნეულებები ან ტრაგედია. ძალიან გვეშინია და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ დღევანდელი სახარება გვეუბნება, რომ განსაცდელის ჟამს და ამის შემდეგ ისეთი გამოცდილება მოვიდეს, რომელმაც ჩვენ სულიერი თვალები აგვიხილოს , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მოსამართლემ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
13:50 / 24.05.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მედია: ირანმა უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში დამნაშავე დაასახელა
13:47 / 24.05.2020
ირანმა თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაში მთავარი დამნაშავე დაასახელა.
პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს
13:07 / 24.05.2020
საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ
13:03 / 24.05.2020
ქართველი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი ცოლის ცემაში ადანაშაულებენ. მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხზე ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა
10:57 / 24.05.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ პაციენტს, რომელიც ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული, განსაკუთრებული ჩივილები არ აქვს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა
10:49 / 24.05.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მედია: ფრანკფურტის ეკლესიაში 10 მაისს ჩატარებულ მსახურებას 40-ზე მეტი ადამიანის ინფიცირება მოჰყვა
01:26 / 24.05.2020
გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ეკლესიაში კორონავირუსით მიმდინარე თვეს მსახურება ჩატარდა, რის შემდეგაც 40-ზე მეტი ადამიანს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ ცათამბჯენზე ხანძარია [ვიდეო]
02:28 / 06.05.2020
არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ შარჯაში მდებარე ცათამბრჯენზე ხანძარი გაჩნდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის 40-სართულიან „აბკო თაუერზე“ ცეცხლის ჩაქრობას ათობით სახანძრო მანქანა და უპილოტო საფრენი აპარატი ცდილობს.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×