ლიეტუვას პრეზიდენტი: ვწუხვართ, რომ საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას
01:59 / 22.01.2020
ვწუხვართ, რომ გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რომელიც ხელს შეუწყობდა ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაციას, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართული შეხვედრისას განაცხადა.
კახა კალაძე: ყვითელი ავტობუსების პარკი, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია, ძალიან მალე იქნება ჩანაცვლებული
01:33 / 22.01.2020
ჩვენ განვაცხადეთ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლების შესახებ და პროცესი მიდის, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.
კახა კალაძე: 2020 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება
01:29 / 22.01.2020
2020 წელი ჩვენი დედაქალაქისთვის განსაკუთრებული იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
00:35 / 22.01.2020
აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. როგორც იუწყებიან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ინფორმაციას უახლოეს ხანში დაადასტურებს.
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა
00:14 / 22.01.2020
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.
აღმოჩენილია ახალი სახის უჯრედები, რომლებმაც ლაბორატორიაში მრავალი სახეობის კიბო გაანადგურა
00:02 / 22.01.2020
აღმოჩენილია ახალი სახის იმუნური უჯრედის რეცეპტორი, რომელმაც შესაძლოა, გზა გაუხსნას T ლიმფოციტებით კიბოს მკურნალობის ახალ ტიპს. ამ თერაპიას შეუძლია მორგებული მკურნალობის გარეშე თავს დაესხას მრავალი სახის კიბოს ადამიანებში.
86 წლის ასაკში ყოფილი პრემიერი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა
23:57 / 21.01.2020
86 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა.
ინგა გრიგოლიას შემდეგ დახეული ჯინსით ამჯერად ეკა კვესიტაძე დაჯდა ეთერში
23:54 / 21.01.2020
სახალხო დამცველის წარმომადგენლის ჩაცმულობის შესახებ იუსტიციის მინისტრის შენიშვნა უმალ აიტაცეს ტელეწამყვანებმა ეკა კვესიტაძემ და ინგა გრიგოლიამ, მათ ერთგვარი სოლიდარობის პერფორმანსი მოაწყვეს საკუთარ გადაცემებში და დახეული ჯინსებით წაიყვანეს ეთერი.
ინგა გრიგოლიას პერფორმანსი დახეული ჯინსით (ვიდეო)
23:41 / 21.01.2020
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას პერფორმანსი დახეული ჯინსით,
მეუფე პეტრე: ივანიშვილისგან მივიღე პირობა, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელებს დაასახელებდა-წლის ბოლომდე ველოდები პასუხს
23:35 / 21.01.2020
ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს და თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩემს შეხვედრას არანაირი კავშირი არ ჰქონდა შუალედურ არჩევნებს.
დედაქალაქის მერია გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს
23:33 / 21.01.2020
როგორც IPRESS.GE-სთვის ხდება ცნობილი, დედაქალაქის მერია, გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტების დაფინანსების პროგრამას იწყებს.
ვაშაძე “ოცნებას”: განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია
23:28 / 21.01.2020
“დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე.”
მეუფე პეტრე: ივანიშვილთან ჩემი შეხვედრა არ უკავშირდებოდა არჩევნებს, ეს იყო ვაჭრუკანა პოლიტიკოსების შეფასებები
23:26 / 21.01.2020
პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან ჩემ შეხვედრას არანაირი კავშირი არ ჰქონდა შუალედურ არჩევნებთან – ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მმართველმა მეუფე პეტრემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
გვარამია: ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება
23:17 / 21.01.2020
ისეთი საბჭოთა საზიზღრობა, როგორიც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ამ ქვეყანაში არაფერი მახსენდება – ამის შესახებ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
რუსეთის საგარეო უწყებას კვლავ სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს
22:59 / 21.01.2020
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი კვლავ სერგეი ლავროვმა დაიკავა.
ბინაში, სადაც მამა-შვილი გარდაიცვალა, წყლის გამაცხელებელში ჩიტის ბუდე ნახეს
22:57 / 21.01.2020
ტრაგედია რუსთავში - მამა-შვილის დაღუპვის მიზეზის დადგენის მიზნით, კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს.
ზვიად ძიძიგური: ევროპარლამენტარებისგან არ მიკვირს მწვავე შეფასებები, რადგან „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოს უმტკიცებდა, რომ საარჩევნო სისტემაზე მივაღწიეთ სერიოზულ პროგრესს
22:54 / 21.01.2020
საერთოდ არ მიკვირს, რომ მძაფრი რეაქციაა, არც ევროპარლამენტიდან, არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ ლიდერებს - გონს მოეგეთ და დროულად დაფიქრდით, თუ ამ ქვეყანაში ცხოვრება გინდათ, კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ - დემოკრატიის ხელყოფას ევროპარლამენტარები არ გაპატიებენ
22:51 / 21.01.2020
თუ „ქართული ოცნება“ დემოკრატიულ არჩევნებს არ ჩაატარებს, არჩევნების აღიარება არ მოხდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, - ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს.
ივანე მაჭავარიანი: EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე რეფორმებს
22:21 / 21.01.2020
EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა იმ რეფორმებს, რაც საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ანდრიუს კუბილიუსი ქართულ დელეგაციას - არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?
19:26 / 21.01.2020
თქვენი პარტიების ლიდერები დამპირდნენ, რომ საარჩევნო სისტემაში პროპორციული ელემენტები იქნებოდა, ასე რომ, გადაეცით ჩემი სურვილი - მე კვლავ ველოდები, როდის დადგება ეს შედეგი, რადგან ამ შედეგის გარეშე თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
მარკ გალერი ქართულ დელეგაციას - გულახდილად თქვით, რომ ბატონი ივანიშვილი კულისებს მიღმა აწყობდა საარჩევნო სისტემის ჩავარდნის სცენარს - თუ თქვენ ევროპელები ხართ, ეს აღიარეთ
19:22 / 21.01.2020
გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ, - ამ სიტყვებით ევროპარლამენტარმა მარკ გალერიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერს, კახა კუჭავას მიმართა.
ზუგდიდში საბავშვო ბაღი გაქურდეს
19:10 / 21.01.2020
ზუგდიდში N15-ე საბავშვო ბაღი გაქურდეს. წაღებულია ორი ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი.
ევროპარლამენტის წევრი ქართულ ოცნებას: ფაქტი, რომ დაპირება ვერ შეასრულეთ, არ მეტყველებს დემოკრატიის სასარგებლოდ
19:06 / 21.01.2020
ქართული სამთავრობო დელეგაცია კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ადრესატი. უმწვავესი კითხვების მოსმენა დღეს ბრიუსელში საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ქეთევან ციხელაშვილსა და კახა კუჭავას მოუწიათ. ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენელთა პოლიტიკური დევნა და შეუსრულებელი დაპირება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე - სწორედ ეს თემები აინტერესებდათ ევროპარლამენტარებს, რომელთა გზავნილები მმართველი გუნდის მიმართ საკმაოდ კრიტიკული და მწვავე აღმოჩნდა.
საქართველო-რუსეთს შორის ფრენების შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება
18:04 / 21.01.2020
რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე ისაუბრა
17:57 / 21.01.2020
თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა.
VIDEO: თქვენმა თანამშრომელმა პატიმარს შეუჭამა შოკოლადი და ორჯერ აადუღებინა ყავა - თეა წულუკიანი ლომჯარიას
15:06 / 21.01.2020
ამ ადამიანს ოპერაში არ შეუშვებენ, არათუ ციხეში,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კახა აბშილავა – ყველაზე ცნობილი “კრეპერიე” მონმარტზე – “რეცეპტის საიდუმლო ქართული გულია” (ვიდეო)
00:13 / 21.01.2020
დიდხანს ველოდეთ, მაგრამ პარზში ჩასულებმა მისი ჩაწერა ვერ მოვახერხეთ. კახას “ბლინების” ჯიხურთან რიგს დასასრული არ უჩანდა… სამაგიეროდ, გადავიღეთ ამის ამსახველი ვიდეო, მოგვიანებით კი ინტერვიუც ჩავწერეთ.
(ვიდეო)- “სააკაშვილი მეც არ მომწონს და არასოდეს ვყოფილვარ მასზე გადარეული”
00:59 / 20.01.2020
მესიჯები, რომელიც გაბუნიან მონოლოგში გააჟღერა:
საქართველოს ნაკრების და FIFA-ს ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
23:02 / 19.01.2020
ბათუმში, ვეტერან ფეხბურთელთა შორის ზამთრის თასის გათამაშებისას საქართველოს ნაკრებისა და ფიფას გუნდის შეხვედრის დროს ინციდენტი მოხდა.
ნატა ფერაძე დააკავეს (ვიდეო)
22:30 / 18.01.2020
ცირკის მიმდებარე ტეროტირიასთან სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს.
„ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინი და ჯორჯ ბუში ცეკვავენ [ვიდეო]
01:05 / 17.01.2020
ტელეკომპანია „ევრონიუსი“ 2008 წელს სოჭში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცეკვავენ.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×