1752598011
უცხოეთი
პესკოვი: ვაშინგტონისა და ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს

ვაშინგტონისა და ნატოს ქვეყნების გადაწყვეტილებებს კიევი ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჯერჯერობით, ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება: როგორც ჩანს, ასეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღება ვაშინგტონში, ნატოს ქვეყნებში და უშუალოდ ბრიუსელში, უკრაინული მხარე არა მშვიდობის სიგნალად, არამედ ომის გაგრძელების სიგნალად აღიქვამს“, - აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.