კახა კალაძე: წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო და, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მის შესანარჩუნებლად იბრძოლეს
21:47 / 26.10.2021
წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.
კახა კალაძე: წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო და, საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მის შესანარჩუნებლად იბრძოლეს
21:47 / 26.10.2021
წინა ხელისუფლების დროს გუდიაშვილის მოედანი საფრთხის ქვეშ იყო. საბედნიეროდ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც იბრძოლეს ამ ყველაფრის შესანარჩუნებლად. მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. ისინი შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მადლიერება არის მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, განახლებული გუდიაშვილის მოედნის გახსნაზე განაცხადა.
პენიტენციური - ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე მისული პირისთვის რაიმე სახის კორესპონდენციის გადაცემა და გამოტანა არცერთ დაწესებულებაში არ ხდება - მინა შეიცვალა მხოლოდ საშხაპე ოთახში, რომელიც თავად მიხეილ სააკაშვილმა მიმართვის დროს დააზიანა
21:38 / 26.10.2021
პენიტენციური სამსახური ეხმიანება, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას ბრალდებას, თითქოს, ციხის ადმინისტრაციამ დაწესებულების მესამე სართულზე რემონტი ჩაატარა და მიხელ სააკაშვილის საკნის ფანჯრები დაბურა.
კახა კალაძე: თხოვნა მაქვს, ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს თავი დაანებეთ
19:14 / 26.10.2021
„ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“, - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
გზა თეგეტამდე - გზა წარმატებისკენ
17:06 / 26.10.2021
ოცნებობდა საკუთარი ბიზნესი ჰქონოდა - სუნამოების. ბიზნეს ადმინისტრირებაზე ჩააბარა და ოცნების ასრულებამდე კაპიტალის დასაგროვებლად არაერთი სამსახური გამოიცვალა. მერე პანდემია დაიწყო და ელენეც სხვებივით სახლში გამოიკეტა. მეგობარმა „თეგეტა აკადემიაში“ რეზიუმეს გაგზავნა შესთავაზა. ორივემ ერთმანეთის ხათრით ძალები მოსინჯეს, თუმცა მანქანები რატომ აირჩიეს, არ იცოდნენ. ასე მივიდა აკადემიის კარამდე ელენე მაზმიშვილი - იქიდან კი ავტოსამყაროზე შეყვარებული დაბრუნდა.
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, 27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16:36 / 26.10.2021
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით.
მარინა ეზუგბაია: მივმართავ ანტივაქსერებს, დაანებონ თავი აგიტაციას და მოსახლეობას დაანახონ, რომ აცრა არის Covid-ის დამამარცხებელი
15:56 / 26.10.2021
„ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით. შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განცხადა.
ნიკა მელია: რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება  „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე
15:10 / 26.10.2021
რასაც ხვალ, 27 ოქტომბერს აკეთებენ, კიდევ ერთი ლურსმანი იქნება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კუბოზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მმართველი გუნდის მიერ ხვალ დაანონსებულ შეკრებას გამოეხმაურა.
ადვოკატი: შეეშვან ბნელ ოთახში კატის ძებნას, თითქოს სააკაშვილი ნახევრად შიმშილობს - ის საკვებს არ იღებს და მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, ასევე გაუკეთდა გადასხმები
12:31 / 26.10.2021
ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება, საუბარია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მდგომარეობაზე, აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, მოახდინონ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია სამოქალაქო კლინიკაში, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მისვლის შემდეგ განაცხადა.
„ლელო“ - მოვითხოვთ, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანას
12:22 / 26.10.2021
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო პროფილის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება
12:17 / 26.10.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმს შეეხება.
ეკატერინე ტიკარაძე - სავალდებულო ვაქცინაციას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება, რომელიც ვაქცინაციის პროცესს ხელს შეუშლის
12:02 / 26.10.2021
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის ჩატარებას არ ეთანხმება, ვინაიდან ამ მიდგომას ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები მოჰყვება.
ეკატერინე ტიკარაძე: სხვა პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში ქირურგიული ჩარევის მიზნით მოთავსდნენ - თუ პაციენტ სააკაშვილსაც დასჭირდება ქირურგიული ჩარევა, გადაწყვეტილება პაციენტის სასარგებლოდ მიიღება
11:59 / 26.10.2021
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის მიხეილ სააკაშვილს არ აქვს არანაირი საჭიროება იმისა, რომ გადაყვანილი იყოს სამოქალაქო კლინიკაში.
ამირან გამყრელიძე: „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა
11:55 / 26.10.2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა+“-ის მსგავსი, თუმცა, სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე კორონავირუსის ახალი შტამი, ჯერჯერობით, საქართველოში არ დაფიქსირებულა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 43 პაციენტი
11:37 / 26.10.2021
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 090 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 647 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 443 PCR ტესტით.
ჩინეთში 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას იწყებენ
10:00 / 26.10.2021
ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას დაიწყებენ.
კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: არც მე და არც ომბუდსმენი არ ვართ ექიმები, ეს უნდა გადაწყვიტოს დარგის სპეციალისტმა
21:25 / 25.10.2021
„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარია და მისი ჰოსპიტალიზაციის საკითხს დარგი სპეციალისტები გადაწყვეტენ.
ირაკლი ღარიბაშვილი: წააგეს არჩევნები, მათი მთავარი ლიდერი არის ციხეში და დიდხანს იქნება ციხეში სააკაშვილი, ამის მიუხედავად, აცხადებენ, რომ მოიგეს არჩევნები, წარმოგიდგენიათ, როგორი ანეკდოტია?
19:15 / 25.10.2021
ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი დღის წესრიგი არ აქვს, ძალა, რომელიც გამოირჩეოდა მხოლოდ და მხოლოდ ცრუ დაპირებებით, ათასი სისასტიკით, დანაშაულებით და კრიმინალით, ცრუ დაპირებასაც კი ვეღარ ბედავს, რადგან იციან, რომ მათ სიტყვას არავითარი ფასი აღარ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ხაშურში განუცხადა.
ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ერთ-ერთ რიგით აქტივისტად
19:14 / 25.10.2021
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციური არ არის. ირაკლი კობახიძის თქმით, სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით აქტივისტად აქციეს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ციხის საავადმყოფოში ყველანაირი პირობა არის მოწყობილი - დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ
18:35 / 25.10.2021
მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მიმართეთ ექიმებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებთ დასმულ კითხვას.
გიგი უგულავა - სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს - როცა ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის განწირულია მარცხისთვის
18:33 / 25.10.2021
სრული მარაზმია, რომ ხელისუფლება ოპოზიციას კონტრაქციას უწყობს, ეს არის მარაზმს მიღმა - როდესაც ხელისუფლება იწყებს აქციებით ლაპარაკს, ის ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის და ასეთია დღეს „ქართული ოცნება“, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი
17:50 / 25.10.2021
სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს, რომლებმაც მას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ჰკითხეს და აღნიშნეს, რომ სახალხო დამცველი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილის გადაყვანა იგეგმება, მულტიფუნქციურია.
კახა კალაძე ლისის ფერდზე მიწის ნაწილის ჩამოშლაზე - საპანიკო არ არის, სამშენებლო კომპანია დაჯარიმებულია და სამუშაოები შეჩერებულია, ვიდრე გამაგრებითი სამუშაოები არ იქნება
17:43 / 25.10.2021
მინდა ყველას ვუთხრა, რომ არანაირი საპანიკო არ არის, არანაირი პრობლემა არ იქნება, ჩვენი სამსახურები ჩართულია, - ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ლისის ფერდზე, მიწის მცირე ნაწილის ჩამოშლასთან დაკავშირებით განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგულირების სააგენტოს დაავალებს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება
17:15 / 25.10.2021
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის დაავალებს რეგულირების სააგენტოს განმეორებით შეისწავლოს სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულება.
დღის სიახლეები
კალენდარი
×