დღეიდან სპორტდარბაზებისა და საცურაო აუზების შემოწმება იწყება
6 წუთის წინ
დღეიდან შრომის ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებს, აკმაყოფილებენ თუ არა იმ პირობებს, რომლებიც მათ ჯანდაცვის სამინისტრომ დაუწესა.
გორისა და ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
8 წუთის წინ
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით დაგეგმილია პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება, რის გამოც, 7 ივლისის 08:00 სთ-დან 8 ივლისის 14:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 8 ივლისის 14:00 სთ-დან 9 ივლისის 20:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მეცნიერები: უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ახალი ტიპის კორონავირუსი გამოჩნდეს
21 წუთის წინ
სინგაპურის მეცნიერები ფიქრობენ, რომ უახლოესი ათწლეულის განმავლობაში კიდევ ერთი კოროვირუსული ინფექცია შესაძლოა გამოჩნდეს, რომელიც ადამიანებს ასევე ცხოველიდან გადაეცემა.
აშშ-ში შესაძლოა Tik-Tok აიკრძალოს
31 წუთის წინ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში ჩინური აპლიკაციების, მათ შორის TikTok-ის, აკრძალვის საკითხს განიხილავს.
საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა
39 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 958 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 838 გახდა.
დღეს ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 40-42 გრადუსს მიაღწიოს
46 წუთის წინ
9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში -35, 37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს.
ლაგოდეხის სოფელ კაბალში ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე კაცი დაჭრეს
03:59 / 07.07.2020
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღით 50 წლამდე კაცი დაჭრეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიყენებული.
აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ
03:53 / 07.07.2020
აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს
20:25 / 27.06.2020
საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს! ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.
პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
“რამდენი კაცი გყავს მოკლული, შე ნაბ….” – ინტერნეტში გიორგი რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრები ვრცელდება
23:16 / 24.06.2020
ინტერნეტში ვრცელდება გიორგი რურუას ამერიკიდან ექსტრადირების კადრები, რომელიც სავარაუდოდ 90-იანი წლების ბოლოს არის გადაღებული.
სალომე ზურაბიშვილი: არ შეიძლება, ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ  შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს, ეს ჩვენ არ გვეკადრება
12:40 / 22.04.2020
მე მგონი, არ შეიძლება, რომ ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდაუდებელი ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმოდეს. ეს ჩვენ არ გვეკადრება,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საგანგებო მდომარეობის გამოცხადებით, შესაძლებელი გახდა, პირველ ეტაპზე ვითარების მქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის უკიდურესი გართულებებისგან დაცვა.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×