1751738778
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ „მიუნხენის ბაიერნი“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა

9 მოთამაშის იმედად დარჩენილმა „პარი სენ-ჟერმენმა“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრისას, გერმანული კლუბი დამაჯერებლად დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ პარიზულ გრანდს ორი წითელი ბარათის შედეგად, მოედანზე მხოლოდ 9 მოთამაშე ჰყავდა დარჩენილი, „მიუნხენის ბაიერნის“ დამარცხება მაინც მოახერხა. ანგარიში 2:0, „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი 83-ე წუთზე დატოვა.