Loading data...
დონალდ ტრამპი ევროპას 17%-იანი ტარიფებით ემუქრება - The Guardian

დონალდ ტრამპმა მიმდინარე კვირაში, ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების დროს აღნიშნა, რომ ევროპიდან საკვებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტზე 17%-იან ტარიფებს დააწესებს. ინფორმაციას The Guardian აქვეყნებს. 

პარალელურად, ევროკავშირი მზადაა, კონფლიქტი „მოლაპარაკებების გზით“ გადაჭრას, თუმცა საპასუხო გადასახადების დაწესებით პოტენციური სავაჭრო ომისგანაც არ იკავებს თავს. 

ტარიფების დაწესება ეხება ყველანაირ პროდუქტს, მათ შორის, ბელგიურ შოკოლადს, ირლანდიურ კარაქსა თუ ფრანგულ-ესპანურ-იტალიურ ზეითუნის ზეთს - ნებისმიერ კომპანიას, რომელიც მსხვილი მოვაჭრეა ამერიკულ ბაზარზე. 

სანამ მედიაში ტარიფებთან დაკავშირებულ მორიგ მუქარაზე ცნობების გავრცელება აქტიურად დაიწყებოდა, მოსალოდნელი ცვლილების შესახებ Financial Times-მა ისაუბრა, როცა ევროკავშირის სავაჭრო კომისარ მაროშ შეფჩოვიჩსა და აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტს შორის შეხვედრაზე დაწერა. როგორც აღმოჩნდა, შეფჩოვიჩმა ბესენტისგან გაფრთხილება მიიღო. ასევე, ამერიკის წარმომადგენლებმა ევროკავშირის ელჩებიც გააფრთხილეს და მუქარასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნეს. 

როგორც მოსალოდნელი იყო, ევროკავშირი მაღალი დონის პოლიტიკური შეთანხმების მიმართ ოპტიმისტურადაა განწყობილი, თუმცა ეს ახალი მუქარა აშშ-ს აგრესიული მომლაპარაკებლის პოზიციას ანიჭებს, რომელიც ევროპის ქვეყნებისგან მაღალი მოგების მიღებას ისახავს მიზნად. შეგახსენებთ, რომ მსგავს მდგომარეობაში ყოფნისას ტრამპმა ჩინეთი „უფრო საზიზღრად“ მოიხსენია. 

მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ 9 ივლისის შემდეგ, იაპონიიდან ლესოთომდე, ათეულობით სახელმწიფოს შეატყობინებს ახალი ტარიფების შესახებ. 

„გადასახადების ღირებულება 60%-დან 70%-მდე, 10%-დან 20%-მდე მერყეობს, წერილები მალე გამოქვეყნდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა. 

ევროკავშირი იმედს არ კარგავს, რომ მაინც შეძლებს შეთანხმების მიღწევას და გადამწყვეტ თარიღად 5-6 ივლისს ასახელებს.