Loading data...
„ამერიკის პარტია“ - ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს

ილონ მასკის ახალ პოლიტიკურ ძალას „ამერიკის პარტია“ ერქმევა. ბიზნესმენი და ახლა უკვე, პოლიტიკოსი ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს. 

ახალი პარტიის დაფუძნებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, მასკმა მიმდევრებს კითხვით მიმართა, რამდენად ჰქონდათ სურვილი, რომ გათავისუფლებულიყვნენ ორპარტიულობისგან. 

„დამოუკიდებლობის დღე იდეალური დროა იმის გასაგებად, გსურთ თუ არა დამოუკიდებლობა ორპარტიული (ზოგი იტყვის ერთპარტიული) სისტემისგან! უნდა შევქმნათ თუ არა „ამერიკის პარტია?“ , - წერდა მასკი.

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხვაში მონაწილეთა უმრავლესობამ მხარი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას დაუჭირა. 

„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური ძალა და მიიღებთ, კიდეც! როდესაც საქმე ჩვენი ქვეყნის ქონების ფლანგვას, მის გაკოტრებას და კორუფციას ეხება, როდესაც ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა - დემოკრატიულ სახელმწიფოში, ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენ დაკარგული თავისუფლება დაიბრუნოთ“, - დაწერა მასკმა სოციალურ ქსელში.