"1 027 ქალაქი და სოფელი გავათავისუფლეთ" -  ვოლოდიმირ ზელენსკი
10:58 / 03.07.2022
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან 1 027 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, თუმცა კიდევ 2 610 დასახლებული პუნქტი ამ დრომდე ოკუპირებულია.
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლება უნდა იდგეს მყარად, რადგან ამ ძალიან რთულ დროს, როდესაც დასავლელი ლობისტებისგან ზეწოლა გაასმაგებულია, ქართველი სერგო ორჯონიკიძეები თავიანთ ბოლო „ტყვიებს ისვრიან“
18:50 / 02.07.2022
სალომე სამადაშვილს რომ ჰკითხოთ, რა ფაქტი აქვს არაფორმალური მმართველობის, ვერც ერთს ვერ დაგისახელებთ... ანუ რა გამოდის, ხელისუფლება წავიდეს, ეს მანქურთები მოვიდნენ და სტატუსს მივიღებთ?, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სალომე სამადაშვილის განცხადების შესახებ.
„შპიგელი“ - ევროკავშირი გეგმავს, რუსეთს სანქცირებული საქონ​ლის კალინინგრადში შეტანის ნება დართოს, მოცულობა შეზღუდული იქნება
18:46 / 02.07.2022
ევროკავშირი აპირებს, რუსეთს დართოს ნება, რომ მან კალინინგრადში სანქციების ქვეშ მოქცეული საქონელი შეიტანოს, მაგრამ ტრანსპორტირების მოცულობა შეზღუდული იქნება, – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Der Spiegel-ის პუბლიკაციაშია ნათქვამი.
შალვა პაპუაშვილი - როცა მოწვეულთა შორისაა ვერბალური და ფიზიკური ძალადობით ცნობილი ვახტანგ წერეთელი, წინასწარ უნდა მოხდეს უზრუნველყოფა, რომ მისი მხრიდან არ იყოს პროვოკაციები
18:43 / 02.07.2022
მოვისმინეთ ბატონი ვახტანგ წერეთლის მიერ მოყოლილი ისტორია, რომელსაც მისივე თანამშრომლები არ იჯერებენ. ისტორია იმის შესახებ, თითქოს ამას წინ არაფერი არ უძღოდა, უბრალოდ ტყუილია! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტვ „პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მიმართ უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან ჩადენილი ქმედების შეფასებისას აღნიშნა.
თეა წულუკიანი: პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა
18:42 / 02.07.2022
პუნქტების შესრულების პროცესში ყველა მხარის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, თუმცა გვესმის ზოგიერთი ოპონენტის უარი მონაწილეობაზე, პასუხი ალბათ არის ერთადერთი, რომ მათ საერთოდ არ სურთ ევროპა, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
ლევან ნიკოლეიშვილი „მთავარ არხზე“: ასე ხილულად როგორ უნდა აყრიდე ხალხს ნაცარს თვალში, რომ ერთი მხრივ პირდაპირ ახალისებდე ძალადობას და მეორე მხრივ, მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფს მოძალადეებს უწოდებდე
18:39 / 02.07.2022
სასაცილოა, ძალიან მწარედ სატირალი რომ არ იყოს. „მთავარი არხი“ ამბობს, ეთერს მოძალადეებს არ ვუთმობთო, ამ დროს მათი არხიდან მხოლოდ გინება, ლანძღვა, წყევლა, კრულვა და აგრესია მოდის,- ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ განცხადებას.
როგორ გეგმავს მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას. დეტალურად
19:08 / 01.07.2022
ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას ის გეგმა გააცნო, რომლის მიხედვითაც მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას აპირებს. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძე: თუ ომის კამპანია ეკუთვნის ФСБ-ს, გამოდის, რომ გიგაური, ლომჯარია, მარგველაშვილი, უსუფაშვილი და სხვა ადამიანები, რომლებიც ამ კამპანიაში იყვნენ ჩართული, ასევე, კავშირში არიან ФСБ-ს საქმიანობასთან
18:54 / 01.07.2022
,,ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რა წერია ФСБ სახელმძღვანელოში, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება, ომთან დაკავშირებულ რისკებს, როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ძალიან კონკრეტულ რამეს, რაზეც ბუნებრივია, საჯაროდ ვერაფერს ვიტყვით’’, - ასე უპასუხა ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ომის რისკებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
ირაკლი კობახიძე: საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას
18:40 / 01.07.2022
ირაკლი კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა საპარლამენტო ოპოზიციას 1-ელ სექტემბრამდე შესთავაზებს სახალხო დამცველის კანდიდატურების შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევა საჭიროებს 90 პარლამენტის წევრის მხარდაჭერას.
ანრი ოხანაშვილი: გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა - გასარკვევია, რა მდგომარეობაში იყო, ჩაიტაროს ექსპერტიზა
12:00 / 01.07.2022
გასაჯაროვდეს ყველა კადრი, გასაჯაროვდეს ყველას გადაადგილება, გასაჯაროვდეს ყველაფერი, მე მზად ვარ ამისთვის - ეს არ იყო კრიტიკა, ეს არ იყო უბრალოდ მოსვლა და პროვოცირება, ეს არ იყო უბრალო სიტყვები, ეს იყო ყოველგვარ ზღვარს მიღმა, რასაც არც ქალი, არც კაცი და არც ბავშვი ფიზიკურად ვერ მოითმენდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის საელჩოში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
მამუკა მდინარაძე - წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს - დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით
00:49 / 01.07.2022
ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ ორი ვერსიაა და სიმართლეა, რომ წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, კერძოდ: დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით.
მიხეილ სარჯველაძე - თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გლახა, ამას არავინ დაიჯერებს - არის ხოლმე, როცა შეიძლება, ვეღარ მოითმინო, ვეღარ შეიკავო თავი
22:09 / 30.06.2022
თუ იმის მტკიცებას აპირებს ვინმე იქიდან, რომ უმიზეზოდ მივარდნენ და ვინმემ ვინმე გლახა, ამას რასაკვირველია, უბრალოდ,­ არც დაიჯერებს არავინ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და „ტვ. პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელს შორის მომხდარ ინციდენტს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე.
მიხეილ ყაველაშვილი - 6 თვე რასთან დაკავშირებით დაგვიწესეს? - შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ, არსებობს ინტერესი, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული
21:14 / 30.06.2022
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თემა პირდაპირ შემოგდებულია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. რაღაც მიზანმიმართულად ხდება, თორემ ლოგიკით, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც უნდა მიეღო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.
პროკურატურა - ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა
19:22 / 30.06.2022
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატამ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებები გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სუბარი, ხუნდაძე, ყაველაშვილი - კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული
19:13 / 30.06.2022
კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ კანდიდატის სტატუსი და მისი ექვსთვიანი ვადაც იმ რევოლუციური სცენარის ნაწილია, რომელიც ბაკურიანში იქნა განხილული, - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილისა და სოზარ სუბარის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
Wizz Air აგვისტოში ქუთაისიდან პარიზისა და ტალინის მიმართულებით რეისებს აღადგენს
15:34 / 30.06.2022
1-ლი აგვისტოდან ევროპის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს, - გადაწყვეტილება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილის და ავიაკომპანია Wizz AIR-ის კორპორაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელის ჟაჟა ტრუბელის შეხვედრაზე იქნა მიღებული.
ირაკლი ქარსელაძემ ევროპის სატრანსპორტო ფორუმზე მაღალი დონის სადისკუსიო პანელში მიიღო მონაწილეობა
14:29 / 30.06.2022
„საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად მონაწილეობს უმაღლესი დონის ევროპის სატრანსპორტო ფორუმში, სადაც მიმდინარე ვითარებასთან ერთად განიხილება უკრაინის ომის შედეგად წარმოქმნილი ახალი გამოწვევები. ფორუმის მონაწილეებს გავუზიარეთ ინფორმაცია საქართველოს იმ მიღწევებისა და პროგრესის შესახებ, რომლის შედეგადაც ქვეყანა წარმატებით ართმევს თავს ახალ რეალობას,“-ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ საფრანგეთის ქალაქ ლიონში მიმდინარე ევროპის სატრანსპორტო დღეების (Connecting Europe Days 2022) ფარგლებში სადისკუსიო პანელში მონაწილეობის შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულის კონტაქტია
12:33 / 30.06.2022
საქართველოს პრეზიდენტი კოვიდინფიცირებულოის კონტაქტია. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სამუშაო ადგილს ტესტირების შემდეგ დაუბრუნდება.
ჯანმოში საგანგებო კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა - რა ხდება „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით
11:50 / 30.06.2022
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს.
მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი
11:42 / 30.06.2022
დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში, - ამის შესახებ პარლამენტარმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „უცნობის კიდობანი“ „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.
ომი თუ მშვიდობა - საქართველო დილემის წინაშე
11:38 / 30.06.2022
გუშინ მმართველი პარტია დატოვეს, დღეს სერიოზული განმარტება გააკეთეს. საქართველოს პარლამენტის წევრები, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო
11:31 / 30.06.2022
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, მცდელობას, რომ რუსეთთან დაძაბულობის ესკალაცია არ მოხდეს, აზრი არ აქვს, რადგან მესამე მსოფლიო ომი უკვე დაწყებულია.
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზებს შორის სისხლის მიმოქცევის სისტემის, კორონავირუსით გამოწვეული დაავადებები და სიმსივნე სჭარბობს
11:22 / 30.06.2022
2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინი, ნატო-ს გაფართოების შემთხვევაში, ახალ დაძაბულობას არ გამორიცხავს
10:44 / 30.06.2022
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფინეთისა და შვედეთის ნატოში ოფიციალურად მიწვევის ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ახალ დაძაბულობას ორ სკანდინავიურ ქვეყანასთან.
დღის სიახლეები
კალენდარი
×