1751301537
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა

„ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ერქვას სახელმწიფო და გვქონდეს სახელმწიფოებრიობა“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„სამწუხაროდ ჩვენივე თანამოქალაქეების ხელით ხდება სწორედ, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა და ამასთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც ვხედავთ იმ მოძრაობებს, რა მოძრაობაც არის საქართველოში - არ აღიარებას სახელმწიფო ინსტიტუტების, არ აღიარებას დემოკრატიული პროცესების, არჩევნების და ა.შ. ეს ყველაფერი მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.