Loading data...
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ნატოს 2026 წლის სამიტი ანკარაში ჩატარდება

„2026 წელს, ივლისში თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შემდეგ სამიტს უმასპინძლებს და ის ჩვენს დედაქალაქში, ანკარაში ჩატარდება. ამით შეიქმნება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი“, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. 

თურქეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად სწორი და სტრატეგიული ნაბიჯია ხელისუფლების მხრიდან გადადგმული, ტერორიზმის აღმოფხვრის კუთხით. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა რეგიონში ბოლო პერიოდში, მიმდინარე მოვლენებზე და აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს ბოლო სამიტზე, ჰააგაში განსაკუთრებით საფრთხილო საკითხებს შეეხო, მათ შორის, ღაზას სექტორში განვითარებულ ამბებს და თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქციის ვაჭრობის ხელშეწყობას.

„თურქეთი მზად არის გადამწყვეტი წინააღმდეგობა გაუწიოს, საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ, ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას“, - ასე დაასრულა სიტყვით გამოსვლა თურქეთის მმართველმა.