ბენიამინ ნეთანიაჰუს ვაჟი ჩვენების მისაცემად დაიბარეს - THE TIMES OF ISRAEL

იაირ ნეთანიაჰუ პოლიციამ დიპლომატიური პასპორტების საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაიბარა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაჟმა ჩვენება უნდა მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას THE TIMES OF ISRAEL ავრცელებს.
როგორც ირკვევა, დიპლომატიური პასპორტების გაცემასთან დაკავშირებულ საქმეზე გამოძიება ერთი წელია მიმდინარეობს. პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა მიზნით გადასცა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური პასპორტები პირებს, რომლებიც მათი მიღების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდნენ. ერთ-ერთი მათგანი იაირ ნეთანიაჰუა.
მედია იუწყება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვაჟი ამ საქმეში ეჭვმიტანილად არ ითვლება, მაგრამ მან უახლოეს დღეებში უნდა წარადგინოს მტკიცებულებები, რადგან ამ ეტაპზე, ქვეყანაში არ იმყოფება.
საქმის გარშემო გამოძიება 2024 წლის შუა პერიოდში დაიწყო. გასული წლის აგვისტოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისებში ჩხრეკა და მასალების კონფისკაცია მოხდა.
ისრაელის ამჟამინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა, რომელიც იმ პერიოდში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო განაცხადა, რომ დიპლომატიური პასპორტების მიღების უფლება მხოლოდ, ადგილობრივი ხელისუფლების სამ წარმომადგენელს ჰქონდა, რადგან ისინი სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში, საერთაშორისო ურთიერთობების წარმოებისთვის სჭირდებოდათ.
რაც შეეხება იაირ ნეთანიაჰუს, ელი კოენის თქმით, მას დიპლომატიური პასპორტი უსაფრთხოების დაცვის მიზნით მიენიჭა.