Loading data...
გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა

„ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში სახეობები არ დაფიქსირებულა“, - ასე ეხმიანება გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და განცხადებას აქვეყნებს. 

„გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის აკვატორიაში მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ზღვის ბიომრავალფეროვნების, მათ შორის იქთიოფაუნის კვლევას და მონიტორინგს. ამ დრომდე, საქართველოს სანაპირო წყლებში ზღვის ბიომრავალფეროვნებისთვის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში სახეობები
არ დაფიქსირებულა.

შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში საშიში სახეობების არსებობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მოვუწოდებთ ყველას, ვინც მიზანმიმართულად ან უნებურად ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.