მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საქმე წასულია, გარდაუვალი იყო პოლიტიკური ფიასკო, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ
18:45 / 28.11.2022
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან მძიმე ვითარებაა.
არჩილ თალაკვაძე - ვინაიდან, დეოლიგარქიზაციაზე პროექტი არის უკრაინულის ანალოგი, ხოლო უკრაინა ელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას, როგორც კი ეს დასკვნა იქნება, განვიხილავთ სერიოზულად
18:44 / 28.11.2022
ჩვენ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების რჩევებს. ჩვენი პოზიციაა, რომ ვინაიდან, უკრაინული მოდელის საფუძველზე იყო ჩვენი კანონპროექტი შემუშავებული და უკრაინას გაგზავნილი აქვს კანონი ვენეციის კომისიაში, როგორც კი დასკვნა იქნება, ჩვენ ამ დასკვნას პარლამენტში სერიოზულად განვიხილავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსული რაკეტების წვიმისა და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს
18:40 / 28.11.2022
ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ.
მიხეილ ქადაგიშვილი: სააკაშვილი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ჰყავს სახელმწიფოს და ერთ-ერთ კარგ კლინიკაშია გადაყვანილი
18:39 / 28.11.2022
სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ყველაზე მეტად მოქმედებს ის, რომ მისთვის იმ ცხოვრების წესიდან, რითაც ცხოვრობდა, ციხეში და შეზღუდული თავისუფლების პირობებში გადასვლით მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა აქვს მიღებული, რაც მისი ჯანმრთელობის ასეთ მდგომარეობას განაპირობებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
პროკურორი:ყველაფერს  გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ
18:25 / 28.11.2022
ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაზარალებულმა მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.
ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ
17:53 / 28.11.2022
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ნინო ნადირაძე: ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო
16:58 / 28.11.2022
მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?! ჩვენ, ექიმები, მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე ტრანსპორტირება გამართლებული არ იყო
ხაშურის რაიონულ სასამართლოში ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის პროცესი მიმდინარეობს
16:34 / 28.11.2022
ხაშურის რაიონული სასამართლო, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. სასამართლო სხდომას მოსამართლე ზაზა რამიშვილი უძღვება.
პრემიერი - მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5%-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია
14:33 / 28.11.2022
მინდა, საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი
დღის სიახლეები
კალენდარი
×