ბუბა კიკაბიძემ ენმ-ს აქციაზე თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა
18:50 / 29.10.2020
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას პარტიული სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიმღერა თბილისოს ნაწილი რუსულად შეასრულა.
ბუბა კიკაბიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ, ეჭვიც არ შეგეპაროთ
18:39 / 29.10.2020
თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის“ შემაჯამებელ შეხვედრაზე საზოგადოების წინაშე პარტიის სიის პირველი ნომერი, მსახიობი ბუბა კიკაბიძე სიტყვით წარსდგა.
თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო
18:19 / 29.10.2020
თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ შემაჯამებელი შეხვედრა დაიწყო.
ნაციონალურ მოძრაობას აქედან არ გავატარებთ - "ქართულმა მარშმა" გზა გადაკეტა
18:14 / 29.10.2020
რუსთავი-თბილისის გზაზე ჰომოფობიური, ძალადობრივი დაჯგუფება "ქართული მარში" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებს თბილისისკენ გზის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მსვლელობას მართავენ
18:00 / 29.10.2020
„დავემშვიდობოთ ბიძინას“ - ამ მოწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
კოვიდთან ბრძოლაში დამაიმედებელი ნიშანი გამოჩნდა – ბრიტანულმა ვაქცინამ შესაძლოა პანდემია დაასრულოს
16:47 / 29.10.2020
კორონავირუსის ბრიტანულმა ვაქცინამ, კვლევების მესამე ეტაპზე, ხანდაზმულებში ძლიერი იმუნური რეაქცია გამოიწვია.
"ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებით, ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია,17:00 საათიდან კი, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა აიკრძალება
16:25 / 29.10.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 29 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
ბადრი ესებუას მამა: გამოდი შვილო, ჩაბარდი პოლიციას
15:29 / 29.10.2020
ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს თხოვს, ოჯახს დაუკავშირდეს და პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს.
ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე - ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება
15:18 / 29.10.2020
ისინი არიან უნიათო რევოლუციონერები, ყოველ ჯერზე გეგმავენ რევოლუციურ სცენარებს, მაგრამ ვერც ერთხელ ვერ მოახერხეს გეგმის რეალიზება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასთან მიმართებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძე: თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან - კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ
15:15 / 29.10.2020
თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან, კობიაშვილი, სუბარი და ქადაგიშვილი, ერთი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, პოლიტიკიდან წავალ, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ IPSOS-ის წინასაარჩევნო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით,“ნაცმოძრაობა“ არჩევნების პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას, მათ შორის კოვიდ წესების განზრახ დარღვევას და საზღვართან სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გეგმავს
15:12 / 29.10.2020
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ოპოზიცია არჩევნების დღეს პროცესისთვის ჩრდილის მიყენებას გეგმავს.
გიორგი გახარია: 2 დღეში ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება
12:23 / 29.10.2020
2 დღეში ჩვენ მთელს მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, როგორია პანდემიის პირობებში დემოკრატიული, ღია არჩევნების ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარტიის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატად გიორგი ვოლსკის წარდგენაზე განაცხადა.
კორონავირუსით გარდაცვლილი 20 ადამიანიდან, 9 აჭარაში მკურნალობდა, 7 - თბილისში, 2 - იმერეთში, 1 - მცხეთა-მთიანეთში და 1 - კახეთში
12:13 / 29.10.2020
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეიბითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში, 437 კი აჭარაში გამოვლინდა
12:08 / 29.10.2020
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევიდან, თბილისში - 445, აჭარაში კი 437 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რიგი აკრძალვები მოქმედებს
11:55 / 29.10.2020
არჩევნების დღეს კანონით დადგენილი რიგი აკრძალვები მოქმედებს. 31 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.
ტიკარაძე: 6616 საწოლის მობილიზაციის რესურსი გვაქვს
11:07 / 29.10.2020
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 6616 საწოლის მობილიზაციის შესაძლებლობა არსებობს.
ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს
11:05 / 29.10.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ, გაზაფხულზე „ვიზეარი“ საქართველოში ბაზას აღადგენს.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2075 პირი გამოჯანმრთელდა
11:02 / 29.10.2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 2075 პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათი საერთო რაოდენობა 16904-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, 35567-მდე გაიზარდა ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა
10:58 / 29.10.2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
10:54 / 29.10.2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
13:31 / 28.10.2018

რეკლამის განსათავსებლად დაუკავშირდით კომპანია "ედ გიქს"
557 31 99 55


info@adgeeks.ge

ინფორმაცია სარეკლამო ზონების შესახებ იხილეთ აქ.


დღის სიახლეები
კალენდარი
×