„როიტერი“: ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, რუსეთის პრეზიდენტს კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა
9 წუთის წინ
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაატარებს, მას შემდეგ, რაც კონტაქტი ჰქონდა ექიმთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მაია ცქიტიშვილი: ვიმედოვნებთ, მხარდაჭერის შედეგად ბიზნესი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, თუ ასე არ მოხდა, მოქალაქეებს შევთავაზებთ გარკვეულ დახმარებას
12 წუთის წინ
ჩვენ გუნდს 2-მილიარდიანი პაკეტის ნაწილში შემუშავებული აქვს ზომები ბიზნესისთვის და გავაგრძელებთ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ამ ზომების ეტაპობრივად მიწოდებას, რათა შესაძლებელი გახდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ფუნქციონირების გაგრძელება საგანგებო რეჟიმის პირობების დაცვით, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
პაატა იმნაძე: სისხლის პლაზმით მკურნალობა მიღებული მეთოდია, ჩვენთანაც გამოიყენებოდა, მაგრამ ამისთვის საჭიროა ბევრი გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლი
15 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სისხლის პლაზმით სხვადასხვა დაავადების მკურნალობა ცნობილი და მიღებული მეთოდია და საქართველოშიც გამოიყენებოდა, მათ შორის, ყირიმ-კონგოს ცხელების სამკურნალოდ.
პაატა იმნაძე: კორონავირუსით ინფიცირებული ჩემი კოლეგა გმირია
18 წუთის წინ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო მუშაკის ყველა კონტაქი იდენტიფიცირებულია.
პაატა იმნაძე: 1 000 ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90 პროცენტით ვართ დაზღვეული
25 წუთის წინ
1 000 ექიმიდან 990 როდესაც დაიცავს პროტოკოლს, ეს ნიშნავს, რომ 90 პროცენტით ვართ დაზღვეული, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
კორონავირუსი და შინაური ცხოველები — ინფიცირდებიან თუ არა ძაღლები და კატები COVID-19-ით
36 წუთის წინ
რამდენიმე დღის წინ ბელგიაში კატას კორონავირუსი დაუდასტურდა. ცხოველს აღენიშნებოდა ფაღარათი, ღებინება, სუნთქვის გაძნელება. ბელგიის კვების ჯაჭვის უსაფრთხოების ფედერალური სააგენტოს ცნობით, ერთი კვირით ადრე, COVID-19 კატის პატრონსაც დაუდასტურდა.
პაატა იმნაძე: მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში
40 წუთის წინ
მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში მკურნალობენ სახლში, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ.
ლევან რატიანი: მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი დღეს გამოჯანმრთელებული ეწერება ბინაზე, ეს ქართული მედიცინის კიდევ ერთი გამარჯვებაა
47 წუთის წინ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქალი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ყველაზე მძიმე პაციენტად ითვლებოდა, დღეს განკურნებულია და კლინიკას ტოვებს.
თამარ გაბუნია: ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით პაციენტების გამოკვლევას
50 წუთის წინ
ვფიქრობთ, რომ ერთი-ორი კვირის განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც უკვე ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული იმ პაციენტების გამოკვლევას, რომელთაც აქვთ კლინიკური სიმპტომები და მოხვდნენ კლინიკაში ცხელებით, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე პირები გლუკომეტრის ტესტჩხირებს ბინაზე მიიღებენ
53 წუთის წინ
დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე შაქრიანი დიაბეტის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები გლუკომეტრის ტესტჩხირებს „საქართველოს ფოსტის“ კურიერების მეშვეობით საკუთარ საცხოვრებელ მისამართებზე მიიღებენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სოციალური მომსახურების სააგენტოდან აცნობეს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი გამოჯანმრთელდა
55 წუთის წინ
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე - 650 000 აბონენტს ეხება
58 წუთის წინ
დღევანდელი მონაცემებით, ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათი 1 200 000 აბონენტს, ხოლო გაზის გადასახადზე – 650 000 აბონენტს ეხება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
პროკურატურის თანამშრომლებმა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტები ​გადასცეს
14:04 / 01.04.2020
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის პერიოდში, ხანდაზმულებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნობათები გადასცეს.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის დროს, აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებლური ეკლესიის მხოლოდ 12-მდე წარმომადგენელი დაიშვება
13:58 / 01.04.2020
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იერუსალიმში აღდგომის კვირაში ღვთისმსახურების ცერემონიები შეზღუდვებით წარიმართება.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - იანვარსა და თებერვალში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა აღდგენილია
12:56 / 01.04.2020
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრისა და თებერვლის თვეში კანონის ფარგლებში შეჩერებული საარსებო შემწეობა უკვე აღდგენილია.
პრემიერი: მოქალაქეების იდენტიფიცირების შემდეგ, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება მათი დახმარებისთვის
12:38 / 01.04.2020
პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.
საქართველოში კორონავირუსისგან 22 ადამიანია გამოჯანმრთელებული
12:33 / 01.04.2020
თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა დღე-ღამის განმავლობაში 7-ით გაიზარდა და აქედან 2 პირი ინფექციურ კლინიკაში მოათავსეს. მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი კონტაქტები ცნობილია და ისინი აქამდე ინფიცირებული ადამიანები არიან.
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა
12:19 / 01.04.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა
12:13 / 01.04.2020
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება
11:52 / 01.04.2020
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს 3 თვის განმავლობაში მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრმეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავების და წყლის გადასახადსაც.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით ორი მილიარდი ლარი გამოიყო
11:48 / 01.04.2020
მთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხდა.
გალის რაიონის მთავარი ექიმის სკანდალური ვიდეო
01:56 / 31.03.2020
გალის რაიონული საავადმყოფოს მთავარმა სანიტარულმა ექიმმა (ინფექციონისტმა) გიორგი შონიამ "გალ ტვ"-ის ეთერში კორონავირუსის შესახებ ისაუბრა, სადაც შონია, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში ჩანს.
ახალი კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში მყოფი ბაბუა და შვილიშვილი Queen-ის სიმღერას ასრულებენ
22:39 / 29.03.2020
მსოფლიოში COVID-19 ტიპის ახალი კორნავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ბაბუა და შვილიშვილი, რომლებიც ერთმანეთს, შექმნილი სიტუაციის გამო ვერ ნახულობენ, ვიდეოს მეშვეობით Queen-ის სიმღერას “I Want To Break Free” ასრულებენ.
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი ვიდეომიმართვას ავრცელებენ
01:14 / 24.03.2020
რობერტ დე ნირო, დენი დევიტო და ბენ სტილერი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებენ. ჰოლივუდის მსახიობები ახალგაზრდებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, სწორედ ამ გზით შეიძლება ვირუსის შეჩერება.
მარნეულში სუფრის გაშლის გამო მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
17:40 / 23.03.2020
მარნეულის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი კარანტინის წესებს არღვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის რადიო ავრცელებს და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი თანამშრომლებს მიმართავს
19:24 / 22.03.2020
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე თანამშრომლებს მიმართავს. იგი მადლობას უხდის კომპანიაში დასაქმებულებს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, რკინიგზა შეუფერხებლად მუშაობს.
მსოფლიოს ცნობილი ფეხბურთელები თვითიზოლაციაში გართობის ორიგინალურ ხერხს მიმართავენ და ტუალეტის ქაღალდს კენწლიან
00:58 / 21.03.2020
საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა ხავიმ კამპანიაში #დარჩისახლში, ყოფილი თანაგუნდელები, სერხიო ბუსკეტსი და ლიონელ მესი გამოიწვია, რაზეც მათ ოპერატიულად უპასუხეს.
ბერგამოდან სამხედროებს კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამები კრემაციისთვის გაჰყავთ (ვიდეო)
00:25 / 20.03.2020
იტალიის ქალაქ ბერგამოდან, რომელიც ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსისგან ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული დასახლებული პუნქტია, სამხედროებს გვამები გაჰყავთ სხვადასხვა რეგიონებში კრემაციისთვის.
მამუკა, დემაგოგობაში ვერ მაჯობებთ – კამათი ინგა გრიგოლიასა და მამუკა მდინარაძეს შორის (ვიდეო)
21:44 / 12.12.2019
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა “რეაქცია”-ში იკამათეს.
„საქართველოს რკინიგზა“  11 ათასამდე თანამშრომელს ხელფასებს უმატებს!
17:36 / 04.08.2019
სს "საქართველოს რკინიგზა" კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, "რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი" აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
დღის სიახლეები
კალენდარი
×