ნიკა მელია: თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად
21:59 / 10.05.2021
დღეს ყველაფერი კერძო პირის დაქვემდებარებაშია, რადგან ბევრი ფული აქვს. ინსტიტუციური მმართველობა არ ხორციელდება და არაპროფესიონალები მართავენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნიკა მელია: არავინ იფიქროს ოლიგარქის სამსახურში, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება
21:03 / 10.05.2021
არ იფიქროს არავინ ოლიგარქის სამსახურში, რომ მე შეიძლება არ ვიყო ამნისტიის წინააღმდეგი. გამორიცხულია! გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა
18:24 / 10.05.2021
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, 3-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
16:40 / 10.05.2021
თბილისის საქალაქო სასამართლომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.
ინფრასტრუქტურის მინისტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
16:35 / 10.05.2021
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
საქართველოსა და ჩრ. მაკედონიას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
16:13 / 10.05.2021
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
სტევო პენდაროვსკი: ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით, ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის
16:00 / 10.05.2021
ჩვენ როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო, მტკიცე მხარდამჭერები ვართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იმავდროულად ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომელიც ერთადერთი მექანიზმია კონფლიქტის გადასაჭრელად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ პირველი მაღალი რანგის ვიზიტით ჩვენ ვქმნით ახალ ისტორიას ორ მეგობრულ სახელმწიფოს შორის, - ამის შესახებ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც კაჭრეთში შეხვედრის მონაწილეები მსჯელობენ
15:39 / 10.05.2021
შალვა პაპუაშვილმა ის საკითხები დაასახელა, რომლებზეც კაჭრეთში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმდინარე სამუშაო შეხვედრის მონაწილეები იმსჯელებენ. პარლამენტში საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის თანათავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ელეტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა.
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა
15:34 / 10.05.2021
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის მიერ არჩეული გზაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
ძლიერი ქარი დიდუბეში ხანძრის ჩაქრობას აფერხებს - იწვის რამდენიმე ტონა მეორადი ტანსაცმელი
13:21 / 10.05.2021
ძლიერი ქარი დიდუბეში ხანძრის ჩაქრობას აფერხებს - იწვის სამი საწყობი და რამდენიმე ტონა მეორადი ტანსაცმელი.
მეუფე დიმიტრი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
13:16 / 10.05.2021
მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი პირველი მეუფეა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა.
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში
13:14 / 10.05.2021
მივაღწიეთ იმას, რომ კაშხალი უახლოესი 12 თვის განმავლობაში არ აშენდება, ჩვენ ვმოქმედებთ კანონმდებლობის და გაცხადებული პრიორიტეტების ფარგლებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც „ნამახვანჰესის“ პროექტზე ისაუბრა.
549 ინფიცირება, 1439 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
10:51 / 10.05.2021
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1439 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა
10:41 / 10.05.2021
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 24 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - Stopcov.ge-ზე განახლდა.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
×