სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
21:27 / 21.10.2020
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კახა საბანაძე: შს სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა ზუგდიდში მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება
18:04 / 21.10.2020
შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.
„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალი პირველ განცხადებას ავრცელებს
17:33 / 21.10.2020
საქართველოს ბანკის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაშია და მათი მოქმედებების შესაბამისად მოქმედებს.
ზუგდიდში, თავდამსხმელმა ორსული მძევალი გაათავისუფლა
17:15 / 21.10.2020
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილმა თავდამსხმელმა 19 მძევალიდან ერთი, ორსული ქალი გაათავისუფლა.
"კურიერის" ინფორმაციით, მძევლებს შორის ზუგდიდის მერის ოჯახის წევრიც არის
17:05 / 21.10.2020
"კურიერის" ინფორმაციით, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში, სადაც თავდამსხმელებს მძევლები ჰყავთ აყვანილი, მძევლებს შორის ქალაქის მერის ოჯახის წევრიც არის.
საათნახევარში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება
17:01 / 21.10.2020
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლად აყვანილი მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია „მთავარ არხს“ საინფორმაციო გამოშვებაში ჩაერთო.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობიდან თავდამსხმელმა რამდენიმე პირი გაათავისუფლა
16:30 / 21.10.2020
სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას განცხადებით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" შენობაში მყოფმა მოქალაქეების ნაწილმა შენობა, ბანკის მეოთხე სართულიდან სახანძრო კიბის საშუალებით დატოვა, რამდენიმე კი თავდამსხმელმა გაათავისუფლა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ბანკში თავდასხმის დეტალებზე საუბრობს
16:17 / 21.10.2020
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი თანამშრომელი ბანკში თავდასხმის დეტალებს იხსენებს.
შსს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული მოქალაქის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
16:03 / 21.10.2020
შსს ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული მოქალაქის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
გიგი უგულავა: მზად ვარ, მძევლები ჩავანაცვლო
15:45 / 21.10.2020
ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ იგი მზადაა ჩენაცვლოს მძევლებს, რომელიც მისი თქმით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში ყაჩაღს ჰყავს აყვანილი.
პრემიერი: არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს
15:37 / 21.10.2020
არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი იმიტომ, რომ საშუალო ტემპერატურა აქვს 37,7, ინფექციური საავადმყოფოს პალატაში წამოგორდეს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„საქართველოს ბანკის“ თანამშრომელი: როგორც ვიცი, ბანკში მყოფი ასაკიანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა
15:26 / 21.10.2020
როგორც ვიცი, ვინც ბანკში იყო, ასაკოვანი ხალხი მძარცველმა გამოუშვა, - ამის შესახებ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
გიორგი გახარია: თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო
15:23 / 21.10.2020
თქვენ რომ არ გენერვიულათ ჩემს ჯანმრთელობაზე, ჩავიტარე ტესტი და საბედნიეროდ, უარყოფითი იყო, - ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარია ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ენდელაძე: თუ კოვიდინფიცირებული რომელიმე რისკგჯუფს არ მიეკუთვნება, ინფექციის გართულების შანსი ნულის ტოლია
15:21 / 21.10.2020
არიან პაციენტები მსუბუქი და უსიმპტომოები, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდებათ, ასეთი პაციენტი შეიძლება ბინაზე დარჩეს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
გიორგი გახარია : ზუგდიდში მიმდინარე სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება
15:18 / 21.10.2020
ზუგდიდში მიმდინარეობს სპეციალური ღონისძიება, დარწმუნებული ვარ, რომ ის ეფექტურად და მშვიდობიანად ჩატარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში მიმდინარე სპეციალურ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა.
ზუგდიუდში ბანკის ფილიალში 2 თავდამსხმელია შეჭრილი - შენობაში იმყოფება 30-მდე მოქალაქე
15:06 / 21.10.2020
ზუგდიდის ცენტრში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმის გამო სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა
15:01 / 21.10.2020
გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფში კორონავირუსი 10 მასწავლებელსა და 2 მოსწავლეს დაუდასტურდა, -
ამირან გამყრელიძე: პანდემია, სხვადასხვა გათვლით, ერთ წელიწადში შეიძლება ჩაცხრეს
14:55 / 21.10.2020
პანდემიას სჭირდება დრო, უკვე 10 თვეა გარღვევა ვერ მოხდა მკურნალობაში და ჯერჯერობით არც ვაქცინა არაა. ვირუსს აქვს თავისი ბიოლოგიური ციკლი და ის თანდათან დასუსტდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
14:51 / 21.10.2020
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში - "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირები შეიჭრნენ
14:45 / 21.10.2020
სპეცოპერაცია ზუგდიდში - "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში შეირაღებული პირები შეიჭრნენ. ყაჩაღობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ცოტა ხნის წინ შევიდა. ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს ადამიანები.
გიორგი გახარია: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოშვებული თითოეული სტუდენტი ამ ქვეყნის სიამაყე იქნებ
14:39 / 21.10.2020
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გამოშვებული თითოეული სტუდენტი უნდა იყოს და იქნება ამ ქვეყნის სიამაყე. ქუთაისი, როგორც ქალაქი, იძენს ახალ ფუნქციას, მისიას. ეს ყოველთვის იყო მეცნირების, კულტურის, განვითარების ცენტრი, მაგრამ დღეს საგანმანათლებლო ცენტრიც უნდა გახდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისას განაცხადა.
რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ მოქალაქეებმა ექიმს - ამირან გამყრელიძის განმარტება
13:29 / 21.10.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, თუ რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
13:01 / 21.10.2020
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ამირან გამყრელიძე: სექტემბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის მეორე ტალღაში შევედით, შემთხვევები კიდევ გაიზრდება
12:00 / 21.10.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარება თანდათან უარესდება. მისივე თქმით, სეტემბრის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის მეორე ტალღაა დაწყებული და ჯერჯერობით, დაახლოებით ორი-სამი კვირა მაინც ინფიცირების მაჩვენებლის კლება მოსალოდნელი არ არის.
ნათია მეზვრიშვილი: შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ არის - თუ აპოკალიფსი იქნება, ამის შესახებ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით
11:52 / 21.10.2020
პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწუმენთ, თუ აპოკალიფსი იქნება, გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილი: ბინასა და სასტუმროში მკურნალობა იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული
11:48 / 21.10.2020
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბინასა და კოვიდსასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმის მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებული. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 - თბილისში, 369 - აჭარაში, 295 - იმერეთში დაფიქსირდა
11:30 / 21.10.2020
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას განცხადებით, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისში დადასტურდა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 372 მძიმე პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 337 პაციენტი გამოჯანმრთელდა
11:09 / 21.10.2020
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 337-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 9003 -მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა
11:05 / 21.10.2020
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
11:02 / 21.10.2020
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.
დღის სიახლეები
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
×