Loading data...
ოდესაში დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, არიან დაშავებულები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2-3 ივლისს, ღამით, ოდესაზე მოიერიშე დრონებით შეტევა განახორციელეს. დრონი 9-სართულიან კორპუსს მოხვდა, სადაც 5 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

როგორც ოდესის მერმა გენადი ტრუხანოვმა განაცხადა, კორპუსს დრონის მოხვედრას ხანძარი მოჰყვა. 50 ადამიანი ევაკუირებული იყო. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

დაშავებულთა ნაწილი კვამლით მოიწამლა. მათ დახმარება აღმოუჩინეს.