Loading data...
ალუდა ღუდუშაური: სავალალო მდგომარეობაშია ოპოზიცია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია ახლა სავალალო მდგომარეობაშია.

„მორიგ ჯერზე, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ხდება მითითება, რომ არჩევნებმა ჩაიარა მაღალ ორგანიზებულ დონეზე. შეესაბამებოდა და გამოხატავდა ამომრჩევლის და ქართველი ხალხის ნებას.

როგორ სავალალო მდგომარეობაში არის რადიკალური ოპოზიცია, როდესაც საერთაშორისო მისიის დამკვირვებლებს თუ წარმომადგენლებს და საერთაშორისო აქტორებს უწევთ ისეთი მითითების გაკეთება, როგორსაც ვხედავთ ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაში“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.