Loading data...
WSJ: აშშ-ის მიერ იარაღის მიწოდების შეწყვეტა უკრაინისთვის ყველაზე ცუდ დროს მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უარი უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის უმნიშვნელოვანესი რაკეტების მიწოდებაზე უკრაინისთვის უკიდურესად არასახარბიელო დროს მოხდა და სერიოზულად დაარტყა მის ძალისხმევას რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად, - წერს The Wall Street Journal.

„ამ გადაწყვეტილების მიღებამდეც კი, კიევს უჭირდა რუსული ტექნოლოგიების, ტაქტიკისა და ჯარების რაოდენობისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რუსეთმა უკვე განალაგა ბალისტიკური რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რადარების გვერდის ავლა“, - აღნიშნავს გამოცემა.

როგორც WSJ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპული და ადგილობრივი აღჭურვილობა ეფექტური აღმოჩნდა რუსული Shahed-ის დრონებისა და შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტების განადგურებისთვის, Patriot-ი ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის ერთადერთ სისტემას წარმოადგენს.