1751518845
უცხოეთი
პენტაგონი: აშშ-ის დარტყმებმა ირანის ბირთვული პროგრამა ერთი-ორი წლით უკან დახია

პენტაგონმა შეაგროვა სადაზვერვო მასალა, რომელიც მიუთითებს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის ბირთვულმა პროგრამამ დაახლოებით ერთი-ორი წლით უკან დაიხია, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა შონ პარნელმა განაცხადა.
მისი თქმით, ფორდოუს, ნათანზისა და ისპაანის ზარალის შეფასება პენტაგონის მხრიდან უცვლელი რჩება.
„ჩვენ გვჯერა, რაც მთავარია, ყველა ის დაზვერვის ინფორმაცია, რაც ნანახი გვაქვს, გვარწმუნებს, რომ ირანის, ეს ობიექტები, მთლიანადაა განადგურებული“, - აღნიშნა პარნელმა.
პენტაგონის პრესპიკერმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკის მოკავშირეებიც ეთანხმებიან, რომ ირანის ბირთვული პროგრამა დაზიანდა.
მისი თქმით, შიდა დაზვერვის ინფორმაციით, პროგრამა, სულ მცირე, ერთი ან ორი წლით შეფერხდა.