1751521774
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: მინდა, აბიტურიენტებს და დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მივულოცო დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მათ ცხოვრებაში

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურა.
მარიამ ლაშხი აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს წარმატებას უსურვებს.
„მინდა, აბიტურიენტებს და ასევე, დარეგისტრირებულ მასწავლებლებს მივულოცო დღევანდელი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი მათ ცხოვრებაში. დღეს არის მათი ცოდნის, თავდაუზოგავი შრომის გამოვლენის ეტაპი და მინდა, რომ პირველ რიგში თავდაჯერება და წარმატებები ვუსურვო ცხოვრების შემდგომ ეტაპზე“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.