Loading data...
რუტე: ლავროვი, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია და მას შემდეგ, მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა, მას დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის ზრდა ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.

„ლავროვი - ის, როგორც მახსოვს, იესო ქრისტეს დაბადებიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, არა? და მას შემდეგ მისი პირიდან სასარგებლო არაფერი გამოსულა. ამიტომ, ბატონ ლავროვს დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ“, - განუცხადა ალიანსის გენერალურ მდივანს Fox News.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ლავროვს სთხოვეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის, სიტყვების კომენტირება, რომლის მიხედვითაც პუტინის რეჟიმი თანამედროვე „შეიარაღების რბოლის“ შედეგად კოლაფსს ელის, ლავროვმა განაცხადა: „ალბათ, რადგან ის ასეთი პროგნოზირებადია, ვარაუდობს, რომ ნატოს ქვეყნების ბიუჯეტის კატასტროფული, ჩემი აზრით, ზრდაც ამ ორგანიზაციის კოლაფსს გამოიწვევს“.