Loading data...
კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

 მედიის ცნობით, ძლიერი ქარის გამო ხანძარი უფრო სწრაფად გავრცელდა და საფრთხეს უქმნის დასახლებულ პუნქტებს, ტურისტულ საცხოვრებლებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 155 მეხანძრე, რვა სპეციალიზებული ქვეითი ჯგუფი და 38 სახანძრო მანქანა მუშაობს, ასევე, ჩართულია ვერტმფრენიც.

ამ დროისთვის, მიმდებარე დასახლებებიდან და ტურისტული ზონებიდან დაახლოებით 1 500 ადამიანი იქნა ევაკუირებული.

პოლიციამ აგია ფოტიას დასახლებასთან ახლოს მდებარე მთავარი გზა გადაკეტა და მცხოვრებლებსა და ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ მგზავრობისგან თუ ამის საჭიროება არ აქვთ, ჰაერის სახიფათო ხარისხის, უკიდურესი სიცხისა და ფერფლის გამო. კვამლის შესუნთქვით გამოწვეული სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს ოთხი ადამიანი.