„ნაციონალური მოძრაობა“ არ იცვლის ზნეს - მთავარია მათ ჰყავდეთ წევრები საბჭოში და უმცირესობას შეეძლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებების ბლოკირება , - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სასამართლო სისტემის რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი საჯარო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც იგი თბილისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას აფასებს და სახალხო დამცველს კიდევ ერთხელ სთავაზობს შეხვედრას მის მიერ წარდგენილ “სასამართლოს მეგობრის” პოზიციასთან დაკავშირებით.
იმის მიუხედავად, რომ ლარი გამყარდა, ასევე საწვავის ფასები პლაცზე არის დაკლებული, ჯერ კიდევ გვაქვს განცდა, რომ საწვავის ფასებმა შესაბამისად არ ჰპოვა ასახვა და არ მოხდა საწვავის ფასების პროპორციულად დაკლება, ამიტომ საჭიროა გავააქტიუროთ მუშაობა საწვავის იმპორტიორებთან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება მიმდინარე წელსაც მოხდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განმარტა, 1კგ თეთრი ყურძნის ღირებულება, სულ მცირე, 90 თეთრი იქნება. პრემიერის თქმით, არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება.
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის დასვენება და კომფორტი? რა თქმა უნდა, ეს ყველას გვჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამღლელი დღის შემდეგ შინ ვბრუნდებით. კომფორტული დასვენება მაშინაც მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე შვებულების დრო დადგა და დასვენების დღეების ქალაქგარეთ გატარებას გეგმავთ.
ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა გადააჭარბა 2019 წლის მონაცემს და 476 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გამოწვევა მათთვის, ვისაც ავტოინდუსტრიაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა სურს. „თეგეტა მოტორსი“ სამუშაოს მაძიებლებს „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად დასაქმების უნიკალურ შანსს აძლევს. „თეგეტა მოტორსის“ დასაქმების პროექტი – „დაიწყე კარიერა თეგეტაში“ გრძელდება. კომპანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს. შერჩეული კანდიდატები ახალ პროფესიას „თეგეტა აკადემიაში“ დაეუფლებიან და შეძლებენ, ჩაერთონ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში.
6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. სოფელ ქვემო გომში მცხოვრები ბექა რევაზიშვილის ცხედარი, რამდენიმედღიანი ინტენსიური ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა მდინარე მტკვრის კალაპოტში იპოვეს.
17 წლის ბიჭისა და მისი 19 წლის მეგობრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა. საზარელი მკვლელობა თბილისში, ლილოს დასახლებაში გუშინ მოხდა.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
რუსი სამხედროები მკაფიოდ ასრულებენ ყველა ამოცანას და ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას. რუსეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების ორმაგი 2/3-ის პრინციპით მიღების მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ასეთი რამ დაუშვებელია.
აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეყოლება ხელისუფლება, რომლის პრიორიტეტი იქნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა საკუთარი კეთილდღეობისთვის ძალაუფლების შენარჩუნება , - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაშია ნათქვამი.
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.
ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ კრიტიკული მოსაზრებების მიუხედავად, საქართველო რეფორმების თვალსაზრისით მოწინავე ქვეყანა იყო და არის.
ცენტრ “ემპათიის” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი არ მიიღებს ადეკვატურ მკურნალობას, მოსალოდნელია ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება, უნარშეზღუდულობამდე მისვლა, ან ლეტალური გამოსავალი.
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს გაიმართება, ევროკავშირმა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა.
ჩვენს ნებისმიერ დასავლელ პარტნიორს მოვუწოდებ, ასეთი თამაშები საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან და კონსტიტუციურად არჩეულ ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან უნდა დავამთავროთ - შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი პირდაპირი დიალოგით მოხდეს, - ეს განცხადება დღეს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები აღმოაჩინეს, მათ შორის რამდენიმე მარკირებულია როგორც "საიდუმლო".
„რუსული ოცნება“ ღიად და ცილისმწამებლურად ადანაშაულებს ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებასა და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში - უსამშობლო რუსი ოლიგარქი და მისი პარტია, „რუსული ოცნება“ ამ ბოდვით ცდილობს ორი კურდღლის დაჭერას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უმრავლესობის ყოფილი წევრების წერილს გამოეხმაურა.
სოსო გოგაშვილი არის მექრთამე, კორუმპირებული, დიდი ალბათობით არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, ზოგიერთ შემთხვევაში მთავარი ფიგურანტიც. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ამორალური ადამიანი, რომელიც ამ ამაზრზენი სისტემის მნიშვნელივანი დეტალი იყო _ ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ლელო _ პარტნიორობა თბილისისათვის” თავჯდომარემ საბა ბუაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.